24 იანვარს უეფას ოფისში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც განიხილება რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფეხბურთის კავშირი ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეხვედრას რუსული მხარე დაესწრება.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს აკრძალული აქვთ ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მონაწილეობა. მათთან ევროპულმა გუნდებმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღებაზეც კი უარი განაცხადეს და ამ პერიოდში რუსეთის ეროვნული გუნდი მხოლოდ აზიურ ნაკრებებს შეხვდა - ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს.