"იუვენტუსი" პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს

AutoSharing Option
"იუვენტუსი" პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც "ბიანკონერიმ" ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიბრუნა, ნახევარმცველმა სეზონის დაწყების წინ მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდა. პოგბა მოედანზე ივლისის შემდეგ არ გასულა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ფეხბურთელს ტრავმა გაუმიზეზდა.

პოლი "იუვენტუსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, იგი წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "ბებერი ქალბატონი" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, რაც აღნიშნულ ინფორმაციას უფრო რეალურს ხდის.

შეგახსენებთ, პოგბა "იუვენტუსის" ღირსებას 2012/2016 წლებში
იცავდა, შემდეგ კი იმ დროისთვის სარეკორდო თანხად (100 მილიონ ევროდ) "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა.

altსკანდალი პოგბას ირგვლივ - პოლმა ძმას უჩივლა

altმუნდიალი კიდევ ერთი ვარსკვლავის გარეშე? - პოგბამ მორიგი დაზიანება მიიღო

altპოგბას მენისკის ოპერაციის გაკეთება მოუწევს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული