სკანდალი პოგბას ირგვლივ - პოლმა ძმას უჩივლა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ საკუთარი ძმისა და მეგობრების წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

პოლის განცხადებით, ბავშვობის მეგობრები და მისი ძმა მსოფლიო ჩემპიონისგან 11 მილიონის გამოძალვას ცდილობდნენ.

მატიას პოგბა ძმას დაემუქრა, რომ გააჟღერებდა ინფორმაციას მის შესახებ, რომელიც აქამდე მსოფლიოსთვის უცნობი იყო და ეს მის კარიერაზე აუცილებლად იმოქმედებდა. 

France Info-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და პოგბას მეგობრები ეჭვმიტანილები არიან. რა ბედი ეწევა მის ძმას, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, პოლ პოგბა ტურინულ გუნდს ახლახან შეუერთდა, თუმცა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო...
ლაშა
18:42 29-08-2022
0

სიახლეები პოპულარული