ჟელინსკი ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, პოლონელის დამატებით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან.

"ვფიქრობ, ჟელინსკი ახალი გამოწვევისთვის ემზადება. მისი შეძენა რამდენიმე თვის წინ "ვესტ ჰემს" სურდა. ამ დროისთვის "პარტენოპეი" მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ პიოტრი "ნაპოლის" დატოვებს" - განაცხადა რომანომ.

შეგახსენებთ, ჟელინსკის ნეაპოლელებთან ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურება. იგი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. 28 წლის მოთამაშე ყოველწლიურად 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

altჟელინსკიმ ხელფასის შემცირება იუარა - "ნაპოლიმ" მისი შემცვლელი

შეარჩია
მკითხველის კომენტარები / 6 /
არადა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ნაპოლიში!...
ლაშა
17:35 17-02-2023
0
რა 3.5 მილიონს ? რამოდენიმე ცნობილ საიტზე 5.5 მილიონი უწერია !
zura222
17:34 17-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული