"ნაპოლიმ" და "ლაციომ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

AutoSharing Option
"ლაციომ" და "ნაპოლიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მაურიციო სარის პიოტრ ზელინსკის დამატება სურს, საპირისპიროდ კი "პარტენოპეი" სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩის შეძენითაა დაინტერესებული.

პოლონელი მოთამაშე, დედაქალაქელების თავკაცის, მაურიციო სარის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ ორივე მოთამაშეს მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებენ.

შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში 28 წლის ნახევარმცველმა "პარტენოპეის" მაისურით 314 მატჩი გამართა, თავი კი 46 გატანილი
გოლითა და 42 საგოლე პასით გამოიჩინა.

რაც შეეხება მილენკოვიჩ-სავიჩს, სერბი "ლაციოს" 2015 წელს "გენკიდან" შეუერთდა, 28 წლის ფეხბურთელმა "ლაციოს" რიგებში 326 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა მიითვალა.

alt"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

alt"გასახდელში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ" - რა თქვა ჟელინსკიმ

alt"ნაპოლიმ" ჟელინსკის შემცვლელი შეარჩია

მკითხველის კომენტარები / 5 /
აქ რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით,
რამდენიმე თამაშია ჟელინსკიმ მოუკლო.
ეს დაკავშირებულია ტრანსფერზე საუბრის დაწყებასთან, და მოლოდინის რეჟიმთან ყოფნასთან, თუ მწვრთნელთან ან თანაგუნდელთან კომფლიკტთან, გაურკვეველია
აშკარად დიდი ძალა იყო წინა პერიოდში
თენგო
09:17 07-03-2023
2
კარგი იქნება ! იქნება იმან მაინც მისცეს ხვიჩას პასები ! თუნდაც ერთმორწმუნეობის გამო ! P
zura222
18:58 06-03-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული