კვარაცხელია ან ოსიმენი, შეიძლება ორივეც - "ჩელსი" ზაფხულში K.O. დუეტის ერთად ყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" "არისტოკრატების" მაროკოელი ფეხბურთელით, ჰაკიმ ზიეჩით ინტერესდება. საპასუხოდ, ლონდონელებმა თვალი "პარტენოპეის" ორ გამორჩეულ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს დაადგეს. ამ ორიდან ერთ-ერთის გადაბირება მათი პროგრამა-მინიმუმია.

ახალი ამბავი სულაც არ არის, რომ ნიგერიელი ფორვარდით პრემიერლიგური გრანდები ინტერესდებიან, მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი". როგორც ჩანს, "ჩელსი" ვიქტორის ვერშეძენის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტი იქნება.

ამ მომენტისთვის ეს სიახლე უბრალოდ კარგ ზღაპარს ჰგავს, თუმცა, Mirror-ის მტკიცებით, "ჩელსი" ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისს ორივე ფეხბურთელზე დაელაპარაკება, "არისტოკრატები"
ქართულ-ნიგერიული დუეტით აღფრთოვანებული არიან.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
გეხვეწები ხვიჩა დოღლიგაში არ წახვიდე,არც მეცხვარეებში და თუ მაინც წახვალ ფეხბურთის ვითომ სამშობლოში,ლივერპულში წადი კლოპთან,ჩელსი არა დონკასტერი კიდე...ნაპოლის მერე რეალი ან ბაიერნი,სიბერეშიც მოასწრებ დოღლიგაში გართობას...აი თუ ბარსაში წახვალ კამფეტი იქნება,მაგრამ მანდ ვიცი არ წახვალ,შეიხები ჯერ ადრეა,თანაც გვარდის ტაქტიკაში დაიღუპება ეს ბიჭი...ასე რომ 1.რეალი 2.ბაიერნი 3.ლივერპული...რეალი სხვა სამყაროა,ბაიერნი მალე ისევ მკვლელად იქცევა,ლივერპულიც სხვა სამყაროა და თან იქ კლოპია...არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე პსჟ-ში და სიტი-ში...ჩლენსები,ტუტენჰემები,ლუზერი არსენალი,ახლად გამოჩიტული ნიუკასლი არც განიხილება...ტურინი და მილანი გამორიცხულია,სხვა გუნდებისთვის კი ცოდო ხარ...მიაწექი სალერნიტანასთან მჯერა რაღაც სასწაულს ამზადებ პირველ ჰეთრიკს ველოდები მე პირადად,თუმცა დუბლიც წავა და ბოლო ბოლო გოლი+ასისტს მინიმუმ ველოდები,დარწმუნებული ვარ საჩემპიონო თამაშს ნაპოლი ძაან დიდი ანგარიშით მოიგებს,კარგი იქნებოდა ჯერ ინტერი/ლაციო გამართულიყო...
ნიკო
02:05 24-04-2023
9
ინგლისსი თუ წავა მარტო ლივერპულში უნდა წავიდეს ნუ სიტიში კიდევ შეიძლება და არავითარ შემთხვევაში ჩელსიში და სხვა გუნდში !
zura222
06:49 24-04-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული