"მამარდა" თითქმის გამოირიცხა - "რეალმა" სასურველი მეკარე შეარჩია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ტრავმირებული ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელგიელი ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო 2023/24 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს.

Marca-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" მის ნაცვლად "სევილიას" მეკარეს, იასინ ბონოს შეიძენს. ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალს" დავიდ დე ხეას, უგო ლორისის, კეპა არისაბალაგას და კეილორ ნავასის შეძენა შესთავაზეს, თუმცა "სამეფო კლუბმა" არჩევანი მაროკოელ მეკარეზე გააკეთა.

შეგახსენებთ, გუშინ El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალი" გიორგი მამარდაშვილის შეძენასაც განიხილავდა, "ღამურები" მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

alt"მარკამ" კურტუას შესაძლო შემცვლელთა შორის მამარდაშვილი

დაასახელა

altკურტუამ "რეალის" ბაზა ცრემლებით დატოვა - ბელგიელმა, სავარაუდოდ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მადრიდელებს ახალი მეკარე ესაჭიროებათ

მკითხველის კომენტარები / 15 /
მამარდაშვილო, არ გეწყინოს, მეკარე რომელიც გამოსვლებში სუსტია, გრანდებში არ აიყვანენ... დღე და ღამე უნდა ივარჯიშო და ეგ ნაკლი გამოასწორო... წარმატებები...
გიორგი 50
11 აგვისტო 2023 20:25
3
მილიონჯერ გავიმეორებ რომ ამისგან არაფერი გამოვა. . მეკარე რომელიც გამოსვლაზე ხელ-ფეხი უკანკალებდა,გაგორებული ბურთს რომ დაიჭერს და ძირს წვება. . როცა სწრაფად უნდა შეიტანოს მაშინ გირაობა და როცა სწრაფად შეაქ მეტოქეს აძლევს ეგრევე ან საუკეთესო შემთხვევაში აუტში ისვრის.ფეხით კატასტროფა.ეგ დაღუპავს ნაკრებს ჩემი სიტყვა დაიხსომეთ
ნაპოლეონი
11 აგვისტო 2023 19:30
17
ესე უარყოფითად რო ლაპარაკობ ლორიას მყრალი ხასიათი და შეცდომები გაიხსენე
ჯარჯი
13 აგვისტო 2023 12:17
0
ძაან ჩამოგრჩება? ;)
ვვვ
11 აგვისტო 2023 23:39
0
ყველა გამოხმაურება
ერთი სეზონის შედეგებით ძნელია გრანდში მოხვედრა, მამარდამ უნდა განაგრძოს განვითარება და 25 წლის ასაკში უკვე რეალურად შეიძლება რომელიმე ტოპ კლუბში აღმოჩნდეს
მამუკა
11 აგვისტო 2023 18:11
1
მაგრა ინანებს რეალი, ძალიან მაგრა.
კ ო მ ბ ლ ე
11 აგვისტო 2023 16:29
3
ნუ ჭორაობთ ერთი რა...!!!
დული
11 აგვისტო 2023 16:10
2
ბონო რომ გადავიდეს რეალში მაშინ დიდი ალბათობით მამარდას იყიდის სევილია, რაც ასევე კარიერულად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
მეზღვაური
11 აგვისტო 2023 16:02
0
ვინც ქართველ ფეხბურთელებს დაცინვით და აუგად მოიხსენიებს, ყველას როიალში გავისეირნეთ ფანებმა!!!!
კორონიკო!
11 აგვისტო 2023 14:34
4
ვინიციუსთან რასისტული გამოხტომით გამოირჩა და რეალში ვინ წაიყვანდა..
!!
11 აგვისტო 2023 14:21
28
რასისტული თუ არა, მაინც ინციდენტი იყო...
ლაშა
11 აგვისტო 2023 14:46
3
გორის დილაში!!!
გენა
11 აგვისტო 2023 14:07
19
ხო ვთქვი წინა სტატიაში არ დაიჯეროთთქო!!დისლაიქები რომ დამიწერეთ
!!!
11 აგვისტო 2023 13:06
3
არც განიხილებოდა. ჟურნალისტური ჭორი იყო
დავით 67
11 აგვისტო 2023 13:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული