გასული საზაფხულო ფანჯრის პერიოდში უცხოური გამოცემები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, რომ "ალ ჰილალს" ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურდა, თუმცა "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელის შენარჩუნება გადაწყვიტა.
ცნობილი ფრანგული გაზეთი L'Equipe-ი კი არშემდგარი ტრანსფერის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 72 წლის კინოპროდიუსერის მოთხოვნებმა არაბული კლუბის წარმომადგენლები გააკვირვა.
"200 მილიონი? ამ ფასად ოსიმენის მხოლოდ ერთ ფეხს მოგყიდით. ვფიქრობ, მომავალ წელს მის სანაცვლოდ 500 მილიონს შემომთავაზებთ, ამის შემდეგ კი შეიძლება ვიფიქრო, თუმცა ვიმეორებ - შეიძლება", - მისწერა დე ლაურენტისმა "ალ ჰილალის" პრეზიდენტს.

დამარწმუნოთ, თუმცა ვიმეორებ..." - არაბეთში დე ლაურენტისის წერილზე ბევრი იცინეს" style="height: 50px; width: 50px;" />კვარაცხელიას და ოსიმენის ხელფასის საკითხის მოუგვარებლობა "ნაპოლიზე" უარყოფითად იმოქმედებს - იტალიური მედია ამაში საფრთხეს ხედავს