ცხადია, უეფას რუსეთის ნაკრებების და კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნება სურს, რასაც ჯერჯერობით ვერ ბედავს, თუმცა მათ 17-წლამდელთა ნაკრებს ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მისცა.
რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები საკუთარ ტერიტორიაზე მატჩებს ვერ ჩაატარებს და გამოვა ჰიმნისა და დროშის გარეშე, ხოლო რუსეთის სხვა ნაკრებებს უკრაინასთან ომის დასრულებამდე აკრძალული ექნებათ ოფიციალურ ტურნირებზე მონაწილეობა.
რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების წინააღმდეგ ინგლისი, პოლონეთი, უკრაინა, ლატვია, შვედეთი და დანია გამოვიდნენ და რუსებთან არ ითამაშებენ.