არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ესეკიელ ლავეციმ განმარტა, რატომ მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავეცი აკრძალულ პრეპარატებს იღებდა და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.
"ადრე ვცდილობდი ამას მე თვითონ გავმკლავებოდი. სხვა კლინიკას მივმართე, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. სხვა არჩევანი არ დამრჩა.
ეს ძნელია, თუმცა ასე უნდა მოვქცეულიყავი. ცხოვრების და ჩვევების შეცვლა მმართებს. ჩემი შვილის გამო ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთო. ძალიან შორს გავედი", - ციტირებს ლავეცის კატალონიური "სპორტი".