ვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე რასიზმის შესახებ ისაუბრა.

"შაბათს ესპანეთში რასიზმის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. "სევილიას" მთავარ მწვრთნელს კიკე სანჩეს ფლორესსა და ამავე გუნდის ფეხბურთელს, მარკოს აკუნიას, მხარს სრულად ვუჭერ.

პოლიციელებმა ტრიბუნებზე რასისტები უნდა მოძებნონ და სანამ მოედანს არ დაატოვებინებენ, თამაშები არ უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტები სტადიონიდან პირდაპირ ციხეში გადაინაცვლებენ, იქ, სადაც მათი ადგილია", - განაცხადა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, გუშინ "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორს მონაწილეობა არ მიუღია.

alt"მაშინ სად

იყო "სანიმუშო ლიდერი", როცა ბრაზილიელმა პოლიციელებმა არგენტინელები სასიკვდილოდ გაიმეტეს?"- ჩილავერტმა ვინისიუსი გააკრიტიკა

alt"არ მინდა ფერადკანიანი ადამიანების ტანჯვას ვუყურებდე" - ვინისიუსი ატირდა [VIDEO]

alt"ოლე, ოლე, ოლე, ვინისიუსი - შიმპანზე" - სკანდირებდნენ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები

მკითხველის კომენტარები / 25 /
ღირსია და იმიტომაც ეძახიან. რატომ ყველას არ ეძახიან?
შაკო
12:02 02-04-2024
0
ეს ისეთი ნაძირალაა,პოლიტიკაში წავა.
სოსო
10:00 02-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული