წყაროს ცნობით, პარიზულ კლუბს ვიქტორ ოსიმენის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა გამოსასყიდი თანხის გადახდაზე ყოყმანობს და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს თანხასა და ერთ მოთამაშეს შესთავაზებს.
საუბარია მარკო ასენსიოზე, კანგ ინ ლიზე, ლუკას ბერალდოზე და კარლოს სოლერზე. თუ გამოცემას დავუჯერებთ, დე ლაურენტისს ამ ოთხი ფეხბურთელიდან ერთის არჩევა შეეძლება.
შეგახსენებთ, ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს და მისი შეძენით ლონდონური კლუბებიც "არსენალი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.
"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი შეარჩია - "იუვე" ტრანსფერის წინააღმდეგია
ბიჭი, რომელმაც ოსიმენი და მბაპე გააჩერა და ევროპის ჩემპიონატზე ველით...
Tuttonapoli: ოსიმენი 10 მილიონს იღებს, გოლების გატანის უნარი კი არ აქვს