
ფედელეს თქმით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი ავტორიტეტულ სპეციალისტზე უნდა შეაჩეროს.
"თუ "ნაპოლი" არჩევანს პიოლიზე გააკეთებს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, "მილანის" ფანების მოთხოვნამ, რომ სტეფანოს კლუბი დაეტოვებინა, ძალიან გამაკვირვა. პიოლის წნეხის ქვეშ მუშაობაც ეხერხება, რაც ნეაპოლური კლუბისთვის დიდი პლუსია.
აუცილებელია, რომ "პარტენოპეის" ახალ მწვრთნელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდეს, ამიტომ არჩევანს სტეფანო პიოლისა და მასიმილიანო ალეგრის შორის გავაკეთებდი", - განაცხადა ფედელემ.