უარი "ჩელსისა" და პსჟ-ს - კალაფიორი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბოლონიას" განაპირა მცველი რიკარდო კალაფიორი, დიდი ალბათობით, კარიერას "არსენალში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მეთოფეები" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბოლონიას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ტრანსფერის ღირებულების 50% "ბაზელს" ეკუთვნის, რომლის ღირსებასაც კალაფიორი 2022/2023 წლების სეზონში იცავდა.

კალაფიორის საკუთარ რიგებში ხილვა "ჩელსისა" და "პარი სენ ჟერმენსაც" სურდათ, მაგრამ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ლონდონის "არსენალში" სურს.

ცნობისთვის, რიკარდო "რომას" აკადემიის აღზრდილია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული