ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა

AutoSharing Option
ცნობილმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.

მან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა. ლუჩესკუმ კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში იმუშავა, ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი კი დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოში" იყო.

რუმინეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ედვარდ იორდანესკუ წვრთნიდა, რომელმაც გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, თუმცა მან ევრო 2024-ის შემდეგ პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თან ძააან მაგრად ითამაშაა მითუმეტეს შახტარში დარბოდა ფლანგზე აჯიგამოსმულივით )))
მდაა
16:08 06-08-2024
0
თუ შესწევს ამ ასაკში რატომაც არა,ამაზე უკეთესი ვინ ყავთ რომ რუმინელებს?
Master
15:45 06-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული