"ინგლისის პრემიერლიგა სწორედ ამის გამო დავტოვე" - დუგლას ლუიზმა "იუვეში" ტრანსფერის მიზეზზე ისაუბრა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ახალწვეულმა დუგლას ლუიზმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც "ასტონ ვილას" დატოვება გადაწყვიტა.

"მე "იუვენტუსში" გადმოვედი იმ ჩემპიონატიდან, რომელიც სათამაშოდ ყველაზე რთულია. ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვასპარეზობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. მსურს სერია A-ში კიდევ უფრო მეტს მივაღწიო.

რატომ დავტოვე პრემიერლიგა? "იუვენტუსში" თამაში მსოფლიოში ყველა ფეხბურთელს სურს, გამონაკლისი არც მე ვარ.

დიდებული იქნება, როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვეტყვი, რომ "იუვენტუსში" ვთამაშობდი", - განაცხადა დუგლას ლუიზმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი "ბიანკონერის" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაის დოღ ლიგა, პირველია პრემიერ ლიგა ინგლისის მსოფლიოში. ყველა პარამეტრით. 2 კლუბი უწევს წინააღმდეგობას რეალი და ბარსა,რომლებიც არიან გალაქტიკოსები. დანარჩენები პრემიერ ლიგის გუნდებთან ჯუჯები არიან!
რერო
16:47 08-08-2024
2
დოღლიგაში რა გინდოდა?!
თუ შეიხის ფულები არ გინდოდა?!
დოღლიგაში თავმოყვარე ფეხბურთელები აღარ თამაშობენ,ფერგის და არსენას მერე სუფთა ყანაა ეგ თქვენი პრ ლიგა
Gomako
15:22 08-08-2024
4

სიახლეები პოპულარული