ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში, A1 ჯგუფში, პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ხორვატია 2:1 დაამარცხა.

39 წლის რონალდომ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 131 გოლია, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე 109 გოლით არგენტინელი ლეო მესია.

პორტუგალიელთა მცველმა დიოგუ დალომ გოლი მეტოქის კარშიც გაიტანა და საკუთარშიც.

ამავე ჯგუფში პოლონეთმა გასვლაზე შოტლანდიას 3:2 მოუგო. მასპინძელთა გუნდიდან გოლები „ნაპოლის“ ნახევარმცველებმა ბილი გილმორმა და სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს.

8 სექტემბერს, მომდევნო ტურში, პორტუგალია შოტლანდიას, ხორვატია კი პოლონეთს მიიღებს.

ლისაბონი. „და ლუში“
პორტუგალია - ხორვატია 2:1
გოლები:
1:0 დალო (7), 2:0 რონალდო (34), 2:1 დალო (41, საკ. კარში)

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - პოლონეთი 2:3
გოლები: 0:1 შიმანსკი (8), 0:2 ლევანდოვსკი (44, პენ), 1:2 გილმორი (46), 2:2 მაკტომინეი (76), 2:3 ზალევსკი (90+7, პენ)

altპაპარაცების კადრი უკანალზე შეხების მომენტში - რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ფოტო ვირუსულად ვრცელდება [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მისი სახით,ჩვენ ისტორიის შექმნას ვუყურებთ.წარმოუდგენელია,პორტუგალიის დონის ნაკრებში ამ ასაკის თავდამსხმელი ხვდებოდეს და მისი მთავარ მეგოლედაც რჩებოდეს.ყველამ იცის,რომ გოლი უნდა გაიტანოს,ყველა მას უყურებს ,მაგრამ ის მაინც ახერხებს და გოლი, გოლზე გააქვს.ბრავო!
სოსო
18:51 06-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული