00:51 06-09-2024
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
AutoSharing Option
39 წლის რონალდომ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 131 გოლია, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე 109 გოლით არგენტინელი ლეო მესია.
პორტუგალიელთა მცველმა დიოგუ დალომ გოლი მეტოქის კარშიც გაიტანა და საკუთარშიც.
ამავე ჯგუფში პოლონეთმა გასვლაზე შოტლანდიას 3:2 მოუგო. მასპინძელთა გუნდიდან გოლები „ნაპოლის“ ნახევარმცველებმა ბილი გილმორმა და სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს.
8 სექტემბერს, მომდევნო ტურში, პორტუგალია შოტლანდიას, ხორვატია კი პოლონეთს მიიღებს.
ლისაბონი. „და ლუში“
პორტუგალია - ხორვატია 2:1
გოლები: 1:0 დალო (7), 2:0 რონალდო (34), 2:1 დალო (41, საკ. კარში)
გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - პოლონეთი 2:3
გოლები: 0:1 შიმანსკი (8), 0:2 ლევანდოვსკი (44, პენ), 1:2 გილმორი (46), 2:2 მაკტომინეი (76), 2:3 ზალევსკი (90+7, პენ)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ისე თამაშობს, თითქოს დამწყები ფეხბურთელი იყოს. ყველა გოლი ბავშვივით უხარია. ვფიქრობ კიდევ 2 წელი ვისიამოვნებთ მისი თამაშით. მსოფლიოზე ძალიან მინდა რომ ითამაშოს
1
0
მისი სახით,ჩვენ ისტორიის შექმნას ვუყურებთ.წარმოუდგენელია,პორტუგალიის დონის ნაკრებში ამ ასაკის თავდამსხმელი ხვდებოდეს და მისი მთავარ მეგოლედაც რჩებოდეს.ყველამ იცის,რომ გოლი უნდა გაიტანოს,ყველა მას უყურებს ,მაგრამ ის მაინც ახერხებს და გოლი, გოლზე გააქვს.ბრავო!
4
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული