"მასთან ერთად თამაში ჯოჯოხეთურია" - რა უთხრა ნეიმარმა "რეალის" ბრაზილიელ ფეხბურთელებს მბაპეზე?

AutoSharing Option
"ალ ჰილალის" შემტევმა ნეიმარმა მბაპეს "რეალში" გადასვლამდე, "ბლანკოსის" ბრაზილიელ ფეხბურთელებს უთხრა, რომ კილიანთან ერთად თამაში ჯოჯოხეთურია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგი ჟურნალისტი კირილ ანუნა ავრცელებს.

მოგეხსენებათ, მბაპე და ნეიმარი ერთად "პარი სენ ჟერმენში" 2018/2023 წლებში ასპარეზობდნენ. ანუნას ცნობით, მათ შორის მუდმივად კონფლიქტი იყო.

"ნეიმარმა ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგოსა და მადრიდის "რეალის" სხვა ფეხბურთელებს უთხრა, რომ მბაპესთან ერთად თამაში ჯოჯოხეთური იყო. მათ შორის მუდამ ომი იყო", - დაწერა ანუნამ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე მადრიდის "რეალს" გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

altპსჟ-მა გადახდაზე უარი

განაცხადა - მბაპეს სახელფასო დავალიანებაზე დავა გაგრძელდება

altმბაპეს სადებიუტო გოლი ლა ლიგაში - "რეალმა" "ბეტისი" ფრანგის დუბლით დაამარცხა [VIDEO]

altმესი თუ მბაპე? - ენდრიკმა ვარსკვლავებს შორის არჩევანი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული