"ბარსელონა" იამალს 6-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ლამინე იამალს 6-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ახალგაზრდა ესპანელს ოფიციალურ წინადადებას მაშინ გაუკეთებს, როცა შემტევი 18 წლის გახდება.

გამოცემის ინფორმაციით, იამალის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ლამინე ყოველწლიურად 1.5 მილიონ ევროს (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში იამალმა 5 მატჩში 3 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული