წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ახალგაზრდა ესპანელს ოფიციალურ წინადადებას მაშინ გაუკეთებს, როცა შემტევი 18 წლის გახდება.
გამოცემის ინფორმაციით, იამალის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ლამინე ყოველწლიურად 1.5 მილიონ ევროს (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში იამალმა 5 მატჩში 3 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.