ბალაკმა უპასუხა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მას ურთიერთობა გარდაცვლილი შვილის ყოფილ მეგობარ გოგონასთან აქვს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა მიხაელ ბალაკმა მედიაში გავრცელებულ ჭორებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მისი შეყვარებული 23 წლის სოფია შნეიდერჰანი მისი გარდაცვლილი შვილის მეგობარი გოგონა იყო.

"მედიის ამჟამინდელი ცნობებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო შემდეგი განმარტება.

ჩემი პარტნიორი სოფია არ არის ჩემი გარდაცვლილი შვილის ყოფილი შეყვარებული და არ მეგობრობდა მასთან. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ ზომებს ამ ტყუილების წინააღმდეგ და მოვითხოვთ პატივისცემას", - აქვეყნებს ბალაკის სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ასაკში ბალაკ უმცროსი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძლივს არ ამოვისუნთქეე
კოკო
17:18 06-10-2024
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული