ბენზემამ რონალდო GOAT-ად არ მიიჩნია და თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
AutoSharing Option
"ალ-იტიჰადის" ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემას კრიშტიანო რონალდოს განცხადების შესახებ დაეკითხნენ. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა თქვა, რომ თავს საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთელად მიიჩნევს.
"ვფიქრობ, ყველას შეუძლია თქვას, რაც უნდა. რონალდო თვლის, რომ საუკეთესოა და მისთვის ეს ასეა. ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა.
ფეხბურთელების შედარება არ მიყვარს, თითოეულს თავისი ისტორია აქვს", - ციტირებს ბენზემას TNT Sports Brasil.
არ უყვარს ხალხს ეს ამპარტავნები და ვერ გაიგო ამ ხალხმა. 1966 წლიდან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თამაში მაქვს ნანახი ტელევიზიით და ამ სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელებს, როგორ ადარებს ეს ხალხი ერთმანეთს ვერ გამიგია. პელეს დროს ისეთი დაბალი ტემპი იყო ბურთი კარიდან კარამდე გადავლას წუთებს ანდომებდა. თუ პელეს ოცნება ცენტრიდან ბურთის გატანა იყო, ახლა ათამდე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული და ის კი არა, კარიდან კარში გაიტანეს ბურთი. რაც შეეხება მარადონას, მის დროს, რომ უხეშობა იყო დღეის ვერცერთი ვარსკვლავი ფეხის ათჯერ მოტეხვის გარეშე ვერ გადარჩებოდა. დიეგო თავისი დროის განუმეორებელი ვარსკვლავი იყო. პელეს კი ბრაზილიელი გულშემატკივარი ყოველთვის გარინჩას ამჯობინებდა.
პელეს თამაში არ მინახავს, ვისიც მინახავს მარადონა უდავოდ საუკეთესოა, მთელი საფეხბურთო სამყარო იყო იმ დროს მის წინააღმდეგ ჟოაო აველანჟის მეთაურობით, 86-ში ფაქტიურად მარტოკამ გახადა არგენტინა ჩემპიონი, 90-ში მოგონილი პენალტი დაუდეს ბოლო წუთებზე გერმანიასთან ფინლში, 94-ში კიდევ არგენტინას თავის ისტორიის მანძილზე ყველაზე მაგარი გუნდი ჰყავდა და უპირობო ფავორიტი იყო, სასწაულ ფორმაში იყო დიეგო, მაგრამ გაანეიტრალა ფიფამ მარადონა და არგენტინაც მარადონას გარეშე დამარცხდა მერვედფინალში. რომ არა ფიფას კორუფციული და მიკერძოებული პოლიტიკა თავისუფლად შეიძლებოდა მარადონაც სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ყოფილიყო, მაგრამ ბრაზილიელი იყო ჟოაო აველანჟი და ყველანაირად წინ აღუდგა ამას, პელე ფაქტიურად კერპი იყო მაშინ ყველა ბრაზილიელისთვის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.