კრიშტიანო რონალდო: ვინც მე მაკტირიკებდა, მოუწევთ ხმა ჩაიგდონ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ტურინის "იუვენტუსთან" (4:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ კრიტიკოსებს უპასუსა და შეხვედრაზეც ისაუბრა.

"კრიტიკოსებს მოედანზე ვუპასუხე. ვინც მე მაკრიტიკებდა, ახლა მოუწევთ ხმა ჩაიგდონ.
ჩემი ასაკი პასპორტში მხოლოდ ციფრებია. თავს ახალგაზრდად ვგრძნობ.

ფინალი საკმაოდ თანაბარი გამოვიდა. "იუვე" კარგად თამაშობდა პირველ ტაიმში, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მეორე ტაიმია "რეალისთვის" ამ სეზონში.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა ეთამაშები გუნდს, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში სულ სამი გოლი გაუშვა.

ძალიან მიხარია, ეს
შესანიშნავია სეზონი იყო. ციფრები არ ტყუიან. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. მიხარია, რომ ამის თქმის საშუალება ყოველ წელს მაქვს.

სეზონის ბრწყინვალე დასასრული გამოგვივიდა. ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

მორიგი რეკორდი დავმყარეთ - გავხდით გუნდი, რომელმაც ლიგის ტიტული დაიცვა, ხოლო მე ტურნირის ბომბარდირი გავხდი. ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?

შევეცდები მაქსიმალურად დავტკბე ამ უნიკალური მომენტით ჩემს კარიერაში, რის შემდეგაც ნაკრებისთვის მოვემზადები.

მორიგი "ოქროს ბურთი" ? ვნახოთ", - თქვა რონალდომ.

- მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა [VIDEO]

მომზადებულია Bleacher Report-ს, Uefa.com-სა და Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას წინათ ხავიმ თავისი მოკლე ჭკუით დაწერა რონალდოს არ გაუმართლა მესის პერიოდში რომ თამაშობსო.მე მგონია რომ პირიქით მათ ორივეს გაუმართლა ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგები რომ არიან და ცდილობენ ერთმანეთს აჯობონ.ამასობაში მაყურებელი დიდ ფეხბურთებს ვუყურებთ
ჩემი აზრი
17:35 04-06-2017
0
გამარჯვებები და გამარჯვებები. ეს ხომ ისეთი გუნდია, რომლის თითეული მოთამაშე არა მარტო გუნდში, არამედ ქვეყნის ნაკრებშიდაც ბოლომდე იხარჯებიან ზოგიერთებისაგან განსხვავებით.
ჩოგანა გორელი
17:36 04-06-2017
0

სიახლეები პოპულარული