კარლო ანჩელოტი: შინ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს შესვენებამდე ვითამაშეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ატლეტიკოსთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

14 აპრილს, "ვისენტე კალდერონზე" გამართული მადრიდული დერბი უგოლოდ დასრულდა.

"ეს ჩვენთვის არცთუ საუკეთესო შედეგია. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და უნდა გაგვეტანა კიდეც.

მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვართ ამ მატჩით. შევეცდებით, საკუთარ მოედანზე ისე ვიმოქმედოთ, როგორც ამას დღეს შესვენებამდე ვაკეთებდით.

ჩემი აზრით, მეკარემ (იან ობლაკი, რედ.) გარეთ ბეილის დარტყმის შემდეგ ბრწყინვალე სეივი განახორციელა. მან მთელი მატჩი მაღალ დონეზე
ჩაატარა", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული