ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.
"2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიევში გაიმართება. უეფამ ეს გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.
ყველა ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით, უკრაინელი გულშემატკივრისთვის ეს ძალიან კარგი ამბავია, დარმწუნებული ვარ, რომ ამ ფინალს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ", - წერს პოროშენკო.