ამსტერდამის "აიაქსმა" "ლიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 მოუგო. "აიაქსის" შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა ბერტრანდ ტრაორემ, თითო-თითო გოლი გაიტანეს კასპერ დოლბერგმა და ამინ იუნესმა. ფრანგებიდან კი თავი მატიე ვალბუენამ გამოიჩინა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 11 მაისს გაიმართება.