გორის "დილა" ვენაში გაემგზავრა

AutoSharing Option
19 აგვისტოს მიუნხენის გავლით "დილა" ვენაში ჩავიდა და ქალაქის მახლობლად მდებარე სასტუმრო "ვიენტალში" დაბინავდა.

საღამოს გიორგი დევდარიანს გუნდი სრული დატვირთვით არ უვარჯიშებია, რადგან ფეხბურთელები ახალი ნამგზავრები იყვნენ.

დანაკლისის შესახებ მოგეხსენებათ, რომ გუნდთან არ იმყოფება ირაკლი მოდებაძე. სხვა დანარჩენები მწყობრში არიან. რატი ალექსიძე, რომელიც თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში ტრავმის გამო განაცხადშიც არ იყო, ახლა გუნდთან ერთადაა.

შეგახსენებთ, რომ "რაპიდი"-"დილას" პირველი მატჩი 22 აგვისტოს, თბილისის დროით 23:05 წუთზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

წყარო: fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
23 აგვისტოს იუბილარი ვარ გამახარეთ ბიჭებო და გამიკეთეთ უმაგრესი საჩუქარი მეც და მთლიანად საქართველოსსსს ჯიგრულად მაყვირეთთ გ ო ო ო ლ ლ ლ ლ ლ ლ ლ ლ ლ !!!! ა რ ი ს ს ს ს ს ს .
მიდით ჯიგრებო ჩვენ თქვენი გვჯერაააააააააააააააააააა!!!!
ჩოხააა
18:29 21-08-2013
0
22აგვისტოს ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი ეტაპი იწყება.ამის თქმის უფლებას დილას წარმატებული თამაში მოგვცემს. ამ წარმატებაში ლომის წილი ფედერაციას მიუძღვის.გორელთა მადლობა მის მესვეურებს.დილა თქვენ უნდა დაიცვათ ქართული ფეხბურთის სახელი.




გივი გაგნიძე
17:49 21-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული