U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]

AutoSharing Option
გრიგოლ რობაქიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ისევ გაიმეორებდა - "მე ვნახე როკვა ქართული გენისა"! ჩვენ ეს როკვა სატელევიზიო რეპორტაჟით ვერ ვნახეთ, მხოლოდ უეფას ვებგვერდის ტექსტურ რეპორტაჟში ვიკლავდით მატჩის ცქერის წყურვილს.

გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველო ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს! მისი გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიას დაუპირისპირდა. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, "ჯვაროსნებს" ხელს ფრეც აძლევდათ, თუკი ჯგუფის მეორე მატჩში ინგლისი შოტლანდიას დიდი სხვაობით არ მოუგებდა - ევროპის ჩემპიონატზე ხომ მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა.

2 ტურის
შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა ჰქონდა და პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მეორე-მესამეზე 2-2-ქულიანი ბელგია და ინგლისი, მეოთხე ადგილზე კი - შოტლანდია (1 ქულა).

ბოლო ტურში ცეცაძის გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან შესარჩევ ეტაპებსა და წინა ორ ტურში გაძევებული და გაყვითლებული მოთამაშეების გამო ნაკრებს ერთბაშად 5 მოთამაშე დააკლდა - მცველი დავით მთივლიშვილი, ნახევარმცველები ავთო ენდელაძე და თემურ მარკოზაშვილი და თავდამსხმელები, ბაჩო არაბული და ნიკა კაჭარავა. სათადარიგოებში მხოლოდ მეკარე ბაჩო მიქავა და მცველი ალექსანდრე გურეშიძე იყვნენ.

ეს ყველაფერი შოტლანდიასთან შეხვედრის არბიტრის, ესპანელი კარლოს დე სეროს დამსახურება იყო. გუნდს ამ დროს არ ახლდა ფედერაციის დელეგაცია და შესაძლოა, ჩათვალეს, რომ უპატრონო გუნდი გვყავდა. ამის გამო უეფას კონგრესის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ფიფას კონგრესზე არ გაემგზავრნენ და ბელგიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

ფედერაციის ვებგვერდთან სიჭინავას კომენტარიდან შევიტყვეთ, რომ უეფას წარმომადგენლებსა და ელიტრაუნდზე მსაჯთა დამკვირვებელს შოტლანდიასთან მატჩში მომხდარ ფაქტებზე რეაგირება სთხოვეს.

* * *
... მატჩი მძიმედ დავიწყეთ: ბრიგერ ვესტრატის, ლეონარდო ტროსარისა და თომას ფოკეტის დარტყმების შემდეგ მეკარე გაბრიელ თებიძემ გადაგვარჩინა, რომელმაც მთელი ელიტრაუნდი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. საქართველომ ამის შემდეგ შექმნა მომენტები, მაგრამ გურამ სამუშიასა და ლაშა დვალის დარტყმების შემდეგ მასპინძლები მეკარე სვენ დრუხტსმა გადაარჩინა.

მეორე ნახევარიც ბელგიელთა მომენტით დაიწყო, მაგრამ ცეცაძის გაწვრთნილებმა თამაში კვლავ გაათანაბრეს - ჩვენების პირველი სახიფათო მომენტი კვლავ სამუშიამ შექმნა.

სიხარული 56-ე წუთზე გვეწვია: შეტევა გიორგი ფანცულაიას ზუსტი დარტყმით დასრულდა - 0:1.

ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელს უპირატესობის გაზრდის საშუალება 74-ე წუთზეც ჰქონდა, მაგრამ ლუკა ზარანდიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ძელს მოარტყა.

ჩვენები ამ წარუმატებლობამ ვერ გატეხა და ბელგიელებს კვლავ შეუტიეს. ამან 78-ე წუთზე შედეგი გამოიღო: სამუშიამ ჩვენების უპირატესობა ორამდე გაზარდა - 0:2 და ყველაფერი ცხადი გახდა.

მატჩის მიწურულს ლაშა დვალთან უხეშობისთვის მასპინძელთა მოთამაშე ჟილ რეისენი გააძევეს, მთავარმა არბიტრმა კი ჩვენი გამარჯვება და უდიდესი სიხარული დააფიქსირა - 0:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს გუნდი მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

მადლობა ბიჭებს, გია ცეცაძესა და მის შტაბს, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანას მოულოდნელი სიხარული აჩუქეს, სიხარული, რომლის არმინიჭება უფრო გაგვაოცებდა, ვიდრე ეს წარმატება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა - მზიანი ღამე.

გია ცეცაძემ ფედერაციის ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ სამი საოცარი, სანახაობრივი თამაში ჩავატარეთ ძალიან ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ.

მე ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით! ამ შემადგენლობით, ჩვენ მართლაც დიდი მომავალი გვაქვს და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს სიტყვას ვიტყვით".

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა შოტლანდიას 3:0 სძლია (კულხტერსი, ბეიკერსი, აკპომა) და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 14 ივნისს გაიმართება. ჯერჯერობით ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ლიტვა, თურქეთი და საქართველო გავიდნენ. ჩემპიონატი კი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში 30 მაისს, შუადღის 4 საათისთვის დაბრუნდება.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდი. 6 ჯგუფი
29 მაისი. ბორნემი, "ბრევენშტადიონი".
ბელგია - საქართველო 0:2
გოლები: 0:1 ფანცულაია (56), 0:2 სამუშია (78).
გამოუყენებელი პენალტი: ფანცულაია (74. ძელი)

ბელგია: დხუსტი, რიბომა (73. კასტანი), რეისენ, დე საარი, ფოკეტი, ვერსტრატე, კაბასელე (58. სხაივერსი), სხოფსი, ატება, ბეიკერსი (63. კორინი), ტროსარი.
სათადარიგოები: გობლე, ფიორე, დე ნევი.
მთავარი მწვრთნელი: მარკ ვან გეერსომი
საქართველო: თებიძე - გეგეჩკორი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა - სამუშია (80. გურეშიძე), დვალი, ცნობილაძე - ფანცულაია, ზარანდია, ზივზივაძე
სათადარიგო: მიქავა.
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: უბილავა (7), სამუშია (21), გეგეჩკორი (68), დე სარი (71), სხაივერსი (75).
გაძევება: რეისენი (90+3)

არბიტრი: საშა ამხოფი (შვეიცარია)

6 ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 2 1 0 6-2 7
2. ინგლისი 3 1 2 0 5-2 5
3. ბელგია 3 0 2 1 3-5 2
4. შოტლანდია 3 0 1 2 3-5 1

ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედი დაუბრუნეს ესეთებმა ხალხს, 5 წელიწადში ნახეთ რა ნაკრები გვეყოლება :))

Gurami
30 მაისი 2013 22:32
0
ვულოცავ ყველას ამ უდავოდ დიდ წარმატებას!გენაცვალეთ ბიჭებო!!!საღორ ცეცაძე!მადლობა ფედერაციას!
პ.ს.2006წელს რუსეთის 17წლის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!დღეს იმ ნაკრებიდან(კოლივანოვი წვრთნიდა)რუსეთის პრემიერლიგაში იშვიათად თამაშობს ერთი ფეხბურთელი(საპეტა დინამოში),იმაიმუნეს-ასაკით უფროსებს ათამაშებდნენ(4-5ფეხბურთელს-მაგ.პრუდნიკოვს)და შედეგიც ნოლია.მაშინ შეეძლო ეთამაშა ძაგოევს,მაგრამ კოლოვანოვმა არ წაიყვანა...
ჯერ საფეხბურთო კარიერა ეხლა გეწყებათ!დისციპლინა,რეჟიმი,პროფესიონალიზმი და საკართველოს დიდი სიყვარული!!!თუ ყველა ამ ფაკტორს გაითვალისწინებთ....იკნებ მოვესროთ იმ დღეს,როცა 2018წელს ლუჟნიკებში საკართველოს ჰიმნს მოასმენინებთ მსოფლიოს!!!
ერთი მერცხალი გაზაფხულს მართლაც ვერ მოიყვანს,მაგრამ ტალანტმა და დიდმა სიყვარულმა კვეყნის,შრომისმოყვარეობამ შეიძლება წარმატება მოგვიტანოს!
მარადონა და პელეს არავითარი ინფრასტუკტურა და კომფორტი არ გააჩნდათ...ბრაზილია,ურუგვაი ეკონომიკურად გაცილებით ჩამორჩებოდნენ ევროპას....
akhali
30 მაისი 2013 20:53
0
მეორე სამუშიაა? ოჰოჰ რა ბურთი შეაგდო ! ♥
Dinamo Fan
30 მაისი 2013 13:27
0
ბიჭებო,ეს რომ შემთხვევითი არ იყო და უკვე მეორედ დავჯაბნეთ ისეთი საფეხბურთო ქვეყანა, როგორიც ინგლისია, უნდა დავამტკიცოდ ლიტვაში ივლისში. ბიჭებო, თქვენს წარმატებულ მომავალზე და ქართველი ქომაგის გახარებაზე მუდამ გეფიქროთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი თქვენს დიდ მომავლის გზებზე.
gizog
30 მაისი 2013 12:52
0
გილოცავთ ბიჭებო, ასე გამარჯვებებით გევლოთ, თქვენს მწვრთნელთან ერთად.
გაიხარეთ!!!!
gizog
30 მაისი 2013 12:45
0
გენაცვალეთ თქვენ, მართლა მიხარიხარიხართ და ჩემტან ერტად მთელ საქართველოს გვიხარიხართ, გვეამაყოს თქვენით და მასე გააგრძელეთ
misa
30 მაისი 2013 12:35
0
ყოჩაგ ბიჩებოოო... ყოჩაგ ცეცაძე, ნამდვილად სანარებო გუნდი ცაიყვანა ცეცაძემ და ეს დაამტკიცეს კიდევაც ისე კი არა სხვა ასაკობრივების მწვრთნელები მარტო საბურთალოს გაზრდილ ბავშვებზე და დინამოს ბავშვებზე რომ აკეთებენ აქცენტს
nika
30 მაისი 2013 11:51
0
გაიხარეთ ბიჭებო და სულ გამარჯვებებით გევლოთ. ცეცაძე ძალიან ძლიერი მწვრთნელია საქართველოში
თენგო
30 მაისი 2013 11:14
0
ყოჩაღ ბიჭებო.გილოცავთ
Tengo
30 მაისი 2013 11:05
0
გაიხარეთ! მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო! თუმცა, პირველსაც არა უშავდა :)
giorgi
30 მაისი 2013 10:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული