19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან ტელერეპორტაჟი არ გვექნება?

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიურ შეკრებაზე ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული.

10 ივლისს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე მოთამაშეებს მხოლოდ საღამოს ავარჯიშებს, 11 ივლისს კი გუნდს რიგის "სკონტოს" დუბლშემადგენლობასთან ტესტ-მატჩი დაუგეგმეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ამის შემდეგ ჩვენი დელეგაცია რიგაში ევროპალიგის მატჩს დაესწრება, რათა "სკონტოს" მცველი ლაშა დვალი გაამხნევოს. ის გუნდს 12 ივლისს შეუერთდება, ისევე, როგორც ნიკა სანდოხაძე და ნიკა ჭანტურია - ნაკრების მცველებს ქუთაისის "ტორპედოც" ევროპის ლიგის მატჩების შემდეგ გაუშვებს.

უკვე გუნდშია რუბინის "ყაზანის" ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა.

აქვე ვიტყვით, რომ "საზოგადოებრივ
მაუწყებელზე" უკვე გავიდა სფფ-ის პროექტის, "19-წლამდელთა საფეხბურთო დღიურის" პირველი გადაცემა - მისი ნახვა შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 23 საათზე.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩების ტელერეპორტაჟებს: სავარაუდოდ, მას "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვერ ვიხილავთ.

პირდაპირი რეპორტაჟების უფლება "ევროსპორტს" აქვს, რომელმაც 145 ათასი ევრო მოითხოვა, თითქმის იმდენივე, რასაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მთელ სეზონში უხდიან და "საზმაუსთვის" ასეთი შეუსაბამო ფასები მიუღებელი აღმოჩნდა.

თუმცა ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ - ვინ იცის, რა შეიცვლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19-ის ევროპული დღიური: ნაკრებს ნიკა კაჭარავა შეუერთდა
ბაჩანა არაბული: სტადიონზე სულსა და გულს დავდებთ [VIDEO]
19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში - მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [ფოტოგალერეა]
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაგბის ასაკობრივ კი არა ეროვნულის თამაშებს რომ არ აცვენებთ ხოლმე, მაშინ რატომ არ წერთ შეშფოთებულ სტატიებს? : )
giorgi
16:28 10-07-2013
0
ragbistebis tamashebs tu ar achveneben ramoxda exla fexburti rom ar achvenon? fexburtze mteli ambavia ragbze vitomc araferi. mashinac daweret xolme es statiebi ra moxdeba erti
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული