U19. საქართველო-ესპანეთი 1:4 - ელიტრაუნდი წაგებით დავიწყეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ესპანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მარკო ასენსიომ შორი მანძილიდან დაარტყა, რასაც რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი ოთო გოშაძის კარში ჩაეშვა.

ესპანელმა ჭაბუკებმა მალევე მეორე გოლიც გაიტანეს - 27-ე წუთზე ხესუს ვალეხომ დაასწრო ქართველ მცველებს, მარცხენა ფრთიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი კარგად შეაგება და კარში გადაგზავნა.

გიორგი დევდარიანის გუნდმა გაშვებული გოლების შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობის შემცირებაც
შეძლო. 45-ე წუთზე რომან ჭანტურიას კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი თევზაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა 79-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს - მარცხენა ფრთიდან იერიში ბორხა მეიორალმა დაასრულა.

დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს გატანის შანსი ჰქონდათ, გამოსარჩევი გიგი მარგველაშვილის ეპიზოდი იყო, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ესპანელთა ხარიხას მოხვდა.

საბოლოო ანგარიში ისევ ესპანელებმა დააფიქსირეს - 90-ე წუთზე, ალფონსო პედრაზამ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თებიძეს ახლო ძელთან გაუტანა - 4:1.

ელიტრაუნდის ჯგუფში მანამდე გამართულ მატჩში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქ თანატოლებს გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია (46, გოშთელიანი), კერძევაძე (46, მოხევიშვილი), ჩაბრაძე (79, შულაია).

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 31 მაისს, პორტუგალიის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ჯგუფის პირველ მატჩში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ნაკრებს დაცვა ყავს საერთოდ?!
vova
01 ივნისი 2015 12:39
0

შენ ეტყობა დაბოლილი უყურებდი
nika s
31 მაისი 2015 00:00
0
შედეგია მთავარი შედეგიიიიიი ბოლოს ტაბლოს უნდა შეხედო გაიგე და რას ვხედავთ ისევ იმედგაცრუებას ესე იქნება პორტუგალიასთანაც ესარი ჩვენი რეალობა ფეხბურთი მკვდარია უკვედიდი ხანია საქართველოში და არველაძე სიჩინავამ სულ დაასამარეს არავინ ხმას არიგებს ვეტერანები თბილათ არიან მოკუჩებულები ფედერაციაში და ხმას არიგებენ ფუუუუუუუუუუუუ მ4ეზიზგებით კველა
kote
30 მაისი 2015 21:32
0
კაკო, გაიარე რა ...
ჩვენ რომ ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა ... მერე ვეღარ ზრდის აქაური უსისტემობა თორემ ...
qazwsx
30 მაისი 2015 20:03
0
ნიკა შენ ეტკობა მაგრად გაკლია
kako
30 მაისი 2015 15:23
0
ლუის დე ლა ფუენტე: “ვფიქრობ, რომ დღეს საუკეთესო ამბავი ჩვენი გუნდის მოგება იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ტაიმში საქართველომ გვაჯობა. მეტოქეს გამოკვეთილი ინდივიდუალისტები ჰყავდა. თუმცა, ჩემმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მენეჯერს ვესაუბრე და ასეთი კარგი თამაშისთვის მადლობა გადავუხადე”.

მეგობრებო, კარგად ვიცი რასაც ვამბობ და ნუ ხართ უკიდურესი სკეპტიკოსები. ჩვენ რომ მეორე ტაიმში დავჩაგრეთ ესპანეტი ცხადია და პრობლემები რაზეც ვილაპარაკე თუ გამოსწორდა ესპანეთზე უკეთეს გუნდს მივიღებთ. ფეხბურთის მცოდნესთვის ეს ცხადია. გამიხარდა რომ ეს იმათმა მწვრთნელმა დაადასტურა.
nika
30 მაისი 2015 14:20
0
Kარგი ტაობა მოდის. Xელი უნდა ჰეუცკოს ფედერაციამ, ცოტა მეტი აგრესია უნდა ჰადოტ ტამასჰი მეორე ტაიმი დევდარიანმა სწორად აფამაჰა










nene
30 მაისი 2015 13:33
0
სამაგიეროდ ფეხბურთი გენებში გვაქვს.
wolfe
30 მაისი 2015 12:42
0
აღვემატებოდითო,რას არ გაიგებ კაცი...ესპანეთს ჩვენ კი არა ლამის მთელი მსოფლიო ვერ აღემატება ერთად და ბურთის ფლობაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია,ცენტრში ხო საერთოდ ბურთს ვერ გაუგორებ,უბრალოდ გულდასაწყვეტია,გვქონდა შანსი და სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.კიდევ ვიმეორებ...უკლასობა
კოღო
30 მაისი 2015 10:54
0
რას წერთ ხალხნო ვის აღემატებოდით რას აღემატებოდით უბრალოდ 2-0ის შემდეგ მომთავრებულად ჩათვალა ესპანეთმა საქმე და ბურთი დაგვითმო,კლასში სხვაობა უდიდესი იყო,ესპანეთმა შექმნილი მომენტების 90% გამოიყენა,ჩვენ კიდე რამდენი მომენტი გავანიავეთ,ან როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ბოლო პასის პრობლემა იყო...
კოღო
30 მაისი 2015 10:52
0

სიახლეები პოპულარული