საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - დაცვას უნდა მივხედოთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება, სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს შანსი არ დაუტოვა.

ხშირად გამიგონია, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ანგარიშში ჩამორჩენა არაფერიაო და მართლაც, ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ ტაიმში დამარცხების შემდეგ სრულიად გარდაისახა და მეორე ნახევარში სომხებს მაგრად აჯობა. 4 გოლი ხომ გავიტანეთ და, კიდევ ერთი ამდენის შანსი ქარს გავატანეთ...

ეგაა, ელიტრაუნდის დაწყებამდე მცირე დრო რჩება და საქართველოს ნაკრების დაცვაში ნათლად ჩანს მინუსები. იმას, რაც სომხეთმა გვაპატია, იტალია, რუსეთი და ბოსნია ნაღდად არ გვაპატიებენ. თამაშის დასრულების შემდეგ
ჩვენი გუნდის ამ ნაკლზე მაისურაძემაც ილაპარაკა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. პირველი საგოლე მომენტი ნუგზარ სპანდერაშვილს შეექმნა. მის მიერ დარტყმული ბურთი სომეხთა მეკარე ვარდან შაჰატუნიმ გაჭირვებით მოიგერია.

ეს იყო და, მეზობლებმა გაგვიტანეს კიდეც. ამ ეპიზოდში ჩვენი მცველები შეცდნენ. მეკარე ლუკა გუგეშაშვილმაც, ვინც სხვა სიტუაციებში დამაჯერებელი იყო, კარი გაუმართლებლად დატოვა და ერიკ პეტროსიანმა რთული ჩანაფიქრი კარგად შეასრულა - მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

სულ მალე შეტევაში ჩართულ მოვსესიანს პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯმა არ გაატანინა. იქვე პეტროსიანმა დაგვინდო და ისე გამოჩნდა, რომ ასაკში სხვაობა ამ შეხვედრაში გადამწყვეტი უნდა გამომდგარიყო...

საქართველოს ნაკრებმა გათანაბრება მალევე სცადა. სპანდერაშვილს გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა კარს სულ ოდნავ ასცდა. იქვე, სომეხთა საჯარიმოში წარმოქმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გიორგი ივანიაძე გაერკვა, მაგრამ მის დარტყმასაც სიზუსტე დააკლდა.

27-ე წუთზე სომეხთა კონტრშეტევა კინაღამ მეორე გოლით დასრულდა - მოვსესიანმა ძელს გაარტყა ბურთი. ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაღაც უნდა შეეცვალა. შეცვალა კიდეც და მეტიც...

ჩვენმა სამარქაფოებმა გვიჩვენეს, რომ მეტად ფასეული ფეხბურთელები არიან ამ ფორმაციის ნაკრებისთვის. მარტო ეს კი არა, სწორედ მათ შემოატრიალეს თამაში და "გატეხეს" მეტოქე. ასეთ დროს ვინმეს გამორჩევა მთლად გამართლებული არ უნდა იყოს, მაგრამ... მაინც უნდა გამოვყოთ ზურაბ დავითაშვილი (ყოფილი ფეხბურთელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟი). როგორც შევიტყვეთ, ასაკით ის პარტნიორებზე პატარაა. არადა, ისე ითამაშა, ბევრ გამოცდილ ოსტატს შეშურდება. დასაწყისი კარგია და, ალბათ, "აბრეზასაც" (სულიკო დავითაშვილის მეტსახელი) ის უნდა, რომ შვილი სჯობდეს მამასა...

ტაიმი დაიწყო თუ არა, ანგარიში ეგრევე გავათანაბრეთ. ივანიაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და სომეხთა მეკარე უშანსოდ დატოვა - 1:1.

ცოტა ხანში გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ერთ-ერთ სომეხ უკანახაზელს ხელზე მოხვდა. დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად თავად ეპიზოდის გმირმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

56-ე წუთზე გიორგი კუციას პასით ისევ ხარაბაძემ გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი დავითაშვილმა დააფიქსირა. მან ლაშა ოზბეთელაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ სომხებს ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, თუმცა, შეთანხმებისამებრ, სტუმრებმა ისევ 11 კაცით გააგრძელეს თამაში...

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგო. ვასილ მაისურაძეს კი საშუალება მიეცა, რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოეცადა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ თამაშის ერთ-ერთ გმირს, დუბლის ავტორ ხარაბაძესა და ნაკრების თავკაცს. მანამდე კი გეტყვით, რომ ხვალ, 3 მარტს, ეს გუნდები "მიხეილ მესხზე" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თამაში კვლავ 14 საათზე დაიწყება. დასწრება ამჯერადაც თავისუფალია.

მატჩის შემდეგ
ლევან ხარაბაძე:
"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში შეცდომები გამოვასწორეთ. გვჯერა, ელიტრაუნდში წარმატებით თამაში შეგვიძლია. გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს სტადიონზე და გაგვამხნევოს, ჩვენ კი თავს არ დავზოგავთ".

ვასილ მაისურაძე:
"ბევრი ხარვეზი იყო ჩვენს თამაშში. განსაკუთრებით, დაცვის ხაზში. როგორც ჩანს, დრო გვჭირდება, რომ საბოლოოდ შევეჩვიოთ ამ არენას...

უდავოდ სასარგებლო სპარინგი იყო. კარგია, რომ კიდევ ერთი თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან და კიდევ უკეთესი იქნება, თუ ელიტრაუნდამდე ერთ ამხანაგურ მატჩსაც მოვასწრებთ. რომ არა შეცვლები, შესაძლოა, ვერც მოგვეგო".

ამხანაგური მატჩი
01.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1
გოლები: 0:1 პეტროსიანი (9), 1:1 ხარაბაძე (43), 2:1 ჩაკვეტაძე (47-პენ), 3:1 ხარაბაძე (56), 4:1 დავითაშვილი (75)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (60. ვირუბოვი), ქაფიანიძე (78. კასრელიშვილი), ასათიანი (55. შიხაშვილი), ხარაბაძე (78. ნიკოლეიშვილი), ნინუა, ანდრონიკაშვილი (41. დავითაშვილი), ნინუა (41. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი (41. შეწირული), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (61. ქავთარაძე).
სათადარიგო: კერესელიძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი: შაჰატუნი, მურადიანი (68. გევორქიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (67. ხარბუტიანი), მანუკიანი (54. გრიგორიანი), ნადირიანი (67. ტერ-პეტროსიანი), მოვსესიანი, ავაგიანი (52. სპერციანი), მოვსესიანი (41. მელქონიანი), პეტროსიანი, არუთუნიანი (67. პოღოსიანი).
სათადარიგო: ასლანიანი
მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
გაფრთხილება: ნინუა (25), კუცია (28), მოვსესიანი (32)
გაძევება: არუთუნიანი (63)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
სომხები წერენ რომ მათი 19-წლამდელები ჩამოვიდნენ თბილისში და დააზუსტეთ!
zaza
02 მარტი 2016 15:06
0
ბადრი!!! U17-ში არ გამოძახებით ფეხბურთელის კარიერა არ მთავრდება. თქვენ თუ ბევრი იცით უკეთესი ბავშვები, ურჩიეთ ბევრი ივარჯიშონ და დაელოდნონ თავის დროს. მათ წინ კიდევ 15-20 წელი აქვთ სათამაშოდ. ვასიკო მაისურაძეს კი აცადეთ, ვინც თვითონ სურს ის გამოიზახოს და მოამზადოს გუნდი ელიტ-რაუნდისთვის.
tngh
02 მარტი 2016 15:05
0
მეორე ტაიმი ძალიან კარგი იყო.
tngh
02 მარტი 2016 14:58
0
ბატონო ზაზა, მე მგონი მე გარკვევით დავწერე, რომ ამ ბავშვის თამაში ძალიან კარგად ვიცი და ვიცი რო თავის ასაკში ერთ-ერთი უნიჭიერესი ბავშვია, მაგრამ მე ისიც დავწერე გარკვევით, რომ 1999 იანებში, თუნდაც ასაკის გამო მას ძალიან ბევრი სჯობს და ნუ ჩქარობთ, დათვური სამსახური არ გაუწიოთ, რაც ბევრჯერ მომხდარა ქართულ სინამდვილეში. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ათამაშეთ თავის ასაკში. რაც შეეხება ვინ სჯობია, კონკრეტულად იმ პოზიციაზე არა და თუნდაც დინამოს აკადემიიდან გიორგი ცერცვაძე, 35 -იდან ლაშა დოფიძე, რა ვი რამდენი ჩამოგითვალოთ. ამ დალოცვილ საქართველოში მარტო საბურთალოში და ვაკეში თამაშობენ ფეხბურთს გაიარეთ დასავლეთში. საქართველოს სელექცია სამწუხაროდ ამით შემოიფარგლება, ეკითხებიან მწვრთნელებს და ისინიც თავისი გემოვნებით ვინც ევასებათ იმათ სთავაზობენ. არავითარი სკაუტების ინსტიტუტი. ხო გამახსენდა თუნდაც ჩვენი გენსეკის ბავშვი მუჯირის 1999 იანი. არ მომწეროთ ახლა ზარმაციაო. სიმაგლე მაინც აქვს სხვა თუ არაფერი, მაინც საქართველოში სიგრძე სიგანით არჩევთ ბავშვებს და გენსეკს რატო უჩაგრავთ ბავშვს
badri
02 მარტი 2016 14:54
0
შურიანები
Tornike
02 მარტი 2016 14:45
0
Mაგ ბავშვის ამბავი თავიდან ბოლომდე ვიცი დინამოს აკადემიაში ჩემ ბავშვთან ერთადაც თამაშობდა მართლა კაი ბიჭია!ჯერ ერთი წლით უფროსებში გადაიყვანეს და ჩვეულებრივ გაქაჩა გოლებს იტანდა და იქაც გამორჩეული იყო,მერე 17 წლამდელებში გადაიყვანეს დინამოში და იქ იმდენად აღარ ჩანდა აი ჩაკვეტაძე მართლა ლიდერი იყო მაგ გუნდის.მერე დინამოს დუბლებში გადაიყვანეს და ნაკრებშიც გამოიძახეს!ვუნდერკინდი ნაღდად არაა მაგრამ უდაოდ ნიჭიერი ბიჭია,თუმცა ვფიქრობ ძაან აწიეს მაღლა და ბავშვისთვის ეს არ იქნება კარგი აუცილებლად თავში აუვარდება და შეიძლება ვეღარ განვითარდეს.ყველა შემთხვევაში წარმატება ვუსურვოთ ზუკას!!!
Zviad
02 მარტი 2016 14:45
0
რა იიყოთ რა .... ხართ ეს ბავშვი აბრეზას უკვე ჯობია ჯერ აქედან დავიწყოთ რა შუაშია შვილია და როგორ თამაშობსო ბადრი რა ლოგიკაა რომელი ჯობია თქვი ერთი მახსოვს 99იანებში ზუკას თამაში იქაც ყოველთვის გამორჩეული იყო. კიდევ ვთქვათ ამ თამაშში ზუკა რომ არ ყოფილიყო რა მოხდებოდა? მოიგებდნენ? რა აზრი აქვს რამდენი წლისაა 12ის თუ 13ის ითამაშა და დაამტკიცა კიდე ბევრს დაამტკიცებს რო შურში ჩაიხრჩოთ. უნდა ეხუტებოდეთ და აქებდეთ თქვენ კიდე .... ვისაც თვალები აქვს ხედავს ვიგაცა 2 და 3 შურიანი ამ ბავშვის წინსვლას ვერ შეუშლის ხელს. ბადრი ეტყობა ან შენი შვილი ვერ მოხვდა ან შენი შინაური ბარემ გაიხსენე სად .....
Tornike
02 მარტი 2016 14:44
0
კიდევ ერთი ილია დათუნაშვილია საჭირო სომხებს რომ კიდევ გავახსენოთ თავი. დათუნაშვილი....
giorgi
02 მარტი 2016 14:42
0
ბადრი რომ იძახი ვიგაცამ ვიგაცას დაურეკაო და რომ იძახი ბევრ ბავშვს უკარგავენო თამაშებს თუ უყურებ ხოლმე ან თუნდაც ამ კონკრეტულ შეხვედრას თუ უყურე ან როდისმე თუ გინახავს დუბლებში ან სადმე ამ ბავშვის თამაში? რო არ ყოფილიყო ამ თამაშში ეს ბავშვი მოიგებდა ნაკრები საერთოდ? რო არ შეეყვანათ რა მოხდებოდა? აბრეზას რო კბენთ ეს ბავშვი აბრეზას უკვე ჯობია და ესეთი ჩკვიანი ბავშვი ფეხბურთის მხრივ საქართველოს 99იანებში თუ ვინმე ყავს დაწერე ვინც ნაკრებში არაა ვფიქრობ რომ შენი შინაური ვერ მოხვდა აზრი არ აქვს ის 15 წლისაა თუ 12ის მან დაამტკიცა და კიდე ბევრს დაამტკიცებს
tornike
02 მარტი 2016 14:36
0
ქართულად
კომენტარი*
Zviad
02 მარტი 2016 14:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული