მერაბ ჟორდანია დაბრუნდა - სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "გურიას" უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ლანჩხუთის "გურია" თბილისში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მთავარი ისაა, რომ ამიერიდან კლუბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს...

...დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.

"შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ "გურიაში" დიდი ცვლილებები იყო საჭირო და ასეც მოხდა.

დიდი ხანია, მერაბ ჟორდანიას "გურიაში" მოსვლა და მისი აღორძინება სურდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაასრულა და კლუბი გადაიბარა.

მერაბის პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ახალი სეზონისთვის "გურია" დროებით
გიგლა იმნაძემ
და მე მოვამზადოთ. ამ ეტაპზე ვარჩევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ლანჩხუთელ მოთამაშეებს შეუერთდებიან", - ამბობს ჩხაიძე.

ლანჩხუთელთა ახალგაზრდა მოთამაშე ირაკლი ხვედელიძე ამბობს, რომ გუნდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა:

"სეზონის დასრულების შემდეგ "გურიიდან" ყველა ლიდერი წავიდა და ადგილობრივებიც სხვა გუნდებში მოწყობას ვცდილობდით. გვეგონა, რომ "გურია" დაიშლებოდა, მაგრამ ჟორდანიას დაბრუნებამ ყველა შეგვაჩერა - ლანჩხუთელები დავრჩით და იმედი გაგვიჩნდა, რომ ახალი სეზონისთვის ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ამაზე ლამის ძებნაა ჰოლანდიაში; "ვიტესის" სტადიონზე არ უშვებენ. მანამდე იყო და აქ "დინამოს" და სფფს რაც უყო, ყველა არაამნეზირებულს ახსოვს
ახლა "გურიას" მიადგა, ალბათ ტოტალიზატორში საჩალიჩოდ უნდა
^*
10 თებერვალი 2017 15:20
0
მსოფლიოში ფეხბურთში ვინც დიდი გუნდები შექმნა ყველა თუ არა საკმაო ნაწილი მაინც კრიმინალი იყო, ასე რომ ეგ არაფერი, ფეხბურთში მოსულა.DDD მთავარია მთავრობაში არ მოვიდნენ.D
დათო -s
10 თებერვალი 2017 15:19
0
ოცნება ახდა - კრიმინალები დედა სამშობლოს უბრუნდებიან
დათო
10 თებერვალი 2017 14:50
0
status quo - გურია მეტი როგორ უნდა დააქციო როგორ გგონია?! ალყას დაარტამს? :)
ჯამლეტი
10 თებერვალი 2017 14:33
0
სტატუს ქუ თუ ვიღაცა ხარ მოგზავნილი ხარ ძამია? რაგინდა წადი შენ საქმეს მიხედე
del piero
10 თებერვალი 2017 14:09
0
ქართული ფეხბურთი ისე დააქცია,რომ დღემდე წელში ვერ გაიმართა,ეხლა ფულები შემოაკლდა,ფედერაციაში რომ იშოვა და მიადგა გურიას,ამასაც დააქცევს უფრო...
status quo
10 თებერვალი 2017 13:57
0
ლანჩხუთელი ვარ და ალბათ ერთი 20 წელია ლანჩხუთში ჩამოსული კაცი არ მინახავს, ყველა გარბის აქედან, განახევრებულია ქალაქი. ძლივს კაცი დაბრუნდა საქმის საკეთებლად რას წვდით ყელში. მთავარია კარგად მოინდომოს და ყველაფერი გამოუვა. გულშემატკივრები თქვენ გვერდით ვართ.
ქომაგი
10 თებერვალი 2017 13:55
0
ბოღმამ არ მოგკლათ ხაააალხოოოო
gulaheatkivari
10 თებერვალი 2017 13:49
0
კარგია იმედია გურია დაიბრუნებს ძველ პოზიციებს და იქ დადგება სადაც მისი ადგილია
გიირგი
10 თებერვალი 2017 13:44
0
გამოცდილება, კავშირები და საქმის ცოდნა (შეძლებაც), ამას რომ აქვს, ისეთი უნდა! თუ ამჯერად მაინც, წესიერად მიხედა საქმეს, "გურიას" უეჭველად ეშველება, მითუმეტეს, მისთვის მშობლიური გუნდია! ასეთი ტრადიციების გუნდის დაშლა, ცოდვაა ღვთის წინაშე! წარმატებები "გურიას" და ჟორდანიას!
ჯიჯი
10 თებერვალი 2017 13:25
0

სიახლეები პოპულარული