მერაბ ჟორდანია დაბრუნდა - სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "გურიას" უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ლანჩხუთის "გურია" თბილისში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მთავარი ისაა, რომ ამიერიდან კლუბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს...

...დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.

"შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ "გურიაში" დიდი ცვლილებები იყო საჭირო და ასეც მოხდა.

დიდი ხანია, მერაბ ჟორდანიას "გურიაში" მოსვლა და მისი აღორძინება სურდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაასრულა და კლუბი გადაიბარა.

მერაბის პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ახალი სეზონისთვის "გურია" დროებით
გიგლა იმნაძემ
და მე მოვამზადოთ. ამ ეტაპზე ვარჩევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ლანჩხუთელ მოთამაშეებს შეუერთდებიან", - ამბობს ჩხაიძე.

ლანჩხუთელთა ახალგაზრდა მოთამაშე ირაკლი ხვედელიძე ამბობს, რომ გუნდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა:

"სეზონის დასრულების შემდეგ "გურიიდან" ყველა ლიდერი წავიდა და ადგილობრივებიც სხვა გუნდებში მოწყობას ვცდილობდით. გვეგონა, რომ "გურია" დაიშლებოდა, მაგრამ ჟორდანიას დაბრუნებამ ყველა შეგვაჩერა - ლანჩხუთელები დავრჩით და იმედი გაგვიჩნდა, რომ ახალი სეზონისთვის ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ბატონო მერაბ გამარჯვებით გევლოთ ხალხი რა ბოროტია აქ კომენტარებს ვკითხულობ და ვიცინო თუ ვიტირო ვეღარ ვხვდები
jordania
10 თებერვალი 2017 13:18
0
ბატონო მერაბ, მჯერა თქვენი დიდი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის და აქედან გამომდინარე მჯერა საქართველოს ჩემპიონატს თქვენი ხელმძღვანელობით შეემატება მართლაც კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც მომავალსი ევროპაშიც გვასახელებს. ''გურია''-ს ამის ტრადიცია აქვს და პოტენციალიც. კეთილი იყოს ბატონომ მერაბ თვენი დაბრუნება. გაიხარეთ და გურულებთან ერთად საქართველოც გაგვახარეთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
gizog
10 თებერვალი 2017 12:50
0
მაფია უკვდავია
დათო
10 თებერვალი 2017 12:48
0
მიდი მერაბ ერთი კიდე გადავრიოთ დუნია...
Rezo
10 თებერვალი 2017 12:48
0
მოაშორეთ აქედან ეს არაფრისმაქნისი კორუმპირებული ჩინოვნიკი...
status quo
10 თებერვალი 2017 12:38
0
მერაბ შენი გვჯერა და იმედია წარმატებული იქნება შენი მოღვაწეობა გურიაში,დააბრუნე გურია კუთვნილ ადგილზე...
guruli
10 თებერვალი 2017 12:23
0
შუბლზე "მხედრიონული" ნატყვიარი ნახვრეტი რომ არ უჩანს?
mematiene
10 თებერვალი 2017 12:22
0
და ანაბრები როდის დაბრუნდება :)))))))
ucxoplaneteli
10 თებერვალი 2017 12:02
0
ურააააააა ახლა კი აღორძინდება ქართული ფეხბურთი
ურააააააა
10 თებერვალი 2017 11:50
0

სიახლეები პოპულარული