ქუთაისის "ტორპედოს" საწყისი ფასი აუქციონზე ცნობილია

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" ფასი დაადგინა. ექსპერტიზამ "ტორპედო" 600 000 ლარად შეაფასა და სწორედ ეს იქნება აუქციონზე საწყისი ფასი.

აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ქუთაისის მერიას და ახლა უკვე მისი გადასაწყვეტია, თუ როდის გავა ქუთაისური კლუბი აუქციონზე. როგორც მერიაში გვითხრეს, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი ეტაპისთვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს. ამასთან, მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.

- [ექსკლუზივი] წლიური 500 000 და
უფასო აკადემია - ჩაჩავას შეთავაზება "ტორპედოს"

- [ექსკლუზივი] "ტორპედოს" რომ ვიყიდი, კლუბი წლიურად 5 მილიონით დაფინანსდება"
- ზაალ ჩაჩავა: კარგი აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა "ტორპედოში"
მკითხველის კომენტარები / 11 /
erti celi gavida mas hemdeg rac hahavam torpedos kidvis survili gamotqva.
Gmertma qnas daadges sahveli.
0
ტორპედოს ტრადიციების გუნდისთვის ნახევარი მილიონი ლარი წელიწადში სასაცილო არის. თანამედროვე ფეხბურთში ამდენს ნორმალურ ლეგიონერს უხდიან წელიწადში. დინამოშ რომ თამაშობდა ჩისკო წელიწადშ მილიონი დოლარი ქონდა! არანაირი წარმატება არ იქნება ასეთი მიზერული ბიუჯეტით. ჩაჩავა არ ჩანს სერიოზული ინვესტორი. ტენდერში იმ ინვესტორმა უნდა გაიმარჯვოს ვინც საუკეთესო წინადადებას გააკეთებს, კლუბის წარმატებაზე და წინსვლაზე გათვლილ ნაბიჯებს გადადგამს და არა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იყიდის გუნდს.
ლუკა
13:32 26-04-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული