გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
ვინც პატივს არ ცემს საკუტარი ქალაქის გუნდს ისინი ყველანი მოგალატეებია და ყველაპრის მკადრებლებიი... ბოდისჰიტ რეალი და ბარსა ვერ იქნება ყველაა... დარწმუნებული ვარ ასეტი ხალხი რეალს უქომაგებს დინამოსტან დაპირიპირებასჰიი... ხალხო პატივი ვცჰეტ ქარტულ პეხბურტს.. წარმატებები ცეცადზეს
sopo
22 მაისი 2017 14:16
0
სირცხვილი ისაა ფეხბურთის ფედერაცია კიდე რო არსებობს!!! სასწრაფოდ გასაუქმებელია და სხვა წარმატებულ სპორტის სახეობებზე ეგ თანხა გადასანაწილებელი! ვისაც ფეხბურთის თამაში უსწორდება ის ისედაც გააგორებს ბურთს, რატო უნდა ყრიდეს გაღარიბებული ხალხი ათეულობით მილიონს ამათი სიმახინჯის დასაფინანსებლად? ან რა ლოგიკაა მე უნდ ამივიდე სტადიონზე გადავიხადო ფული, და ამ კაცმა მწვრთნელმა მაღალი ხელფასი უნდა აიღოს:))))) რაში?:))))
luka
22 მაისი 2017 14:15
0
მშვენიერი თამაში გამოვიდა,საკმაოდ ტემპიანიც.დინამო ომსახურებდა გამარჯვებას,მაგრამ სამტრედია არ იმსახურებდა დამარცხებას,მართლა შემეცოდა.ეს თამაში გაცილებით უკეთესი სანახავი იქნებოდა კომპაქტურ,ხალხით გავსებულ სტადიონზე.თამაშში ჟინიც იყო,ბრძოლაც, სისწრაფეც,მომენტებიც,გოლებიც.აკლდა მხოლოდ კლასი და შესაბამისად მომენტების გამოყენება.თუ ყურადღებას აქცევთ,ასეთი დაძაბული,სწრაფი,სანახაობრივი თამაშები ჩვენს ჩემპიონატში საგრძნობლად მომრავლდა,ნიჭიერი ახალგზრდებიც გამოჩნდნენ,საკმაოდ კარგი ლეგიონერებიც,ქართველი ლეგიონერებიც შიგა და შიგ ბრუნდებიან,ეს იმედს გვაძლევს,რომ სანახაობაც გაუმჯობესდება და მაყურებელიც მობრუნდება სტადიონზე,ახლა ასე რომ აქილიკებენ,ისინიც.მთავარია იყოს კარგი სანახაობა და რაღაც შედეგი ევროსარბიელზე,მანამდე კი მიჰხედეთ სათამაშო მოედნებს ასაშენებელ სტადიონებს.
სოსო
22 მაისი 2017 14:14
0
ზუსტადაც საქართველოს ფეხბურთს გულშემატკივრების მხრივ რეგიონები აცოცხლებს! ქუთაისში და ბათუმში მატჩებზე ბევრად მეტი დასწრებაა ვიდრე დედაქალაქში. ეს ხალხი რეგიონებში კმაყოფილია მაჩტებით და ყველა თამაშზე ბევრი ხალხია. მიზეზს თუ ეძებთ თბილისლები ეს არასდროს დაგელევათ
გიორგი
22 მაისი 2017 14:14
0
dacinit qartul pexburts da mere aq shemodixart da uazro komentarebs isvrit.. visac qartuli pexburtis yurabas ar kadrulobs imas arc samshoblo uyvars da aravin.. pinetis da norvegiis chempionats xo uyurebt da larian biletebs xo baleshikobt.. riti chamouvardeba dinamo da samtredia pinetis, norvegiis ligas.. tuar mogwont saertod nu shemodixart am saitze.. gaumarjos qartul pexburts jer sheni qveynis gundi unda daapaso da mere unda ilaparako sxvaze
GENACVALE GIA
22 მაისი 2017 14:13
0
სტადიონზე მისვლა კი არ გვეზარება ..., ფეხბურთის თამაში ისწავლეთ ჯერ და მერე ხალხიც მოვა. მაზოხისტი კი არა ვარ ამ ბალერინების ბურთაობას ვუყურო, ფეხბურთს შეგაზიზღებენ ეს ჩლუნგები
zura
22 მაისი 2017 14:10
0
zestafonhi tu dadioda xalxi mitom ar daukarges gunds simartle. mockinda xalxs ertidaigive tkuili sadac xalxi dadioda cakalit fegburti axla xalxs edzebt daelodet movlen
zaza
22 მაისი 2017 14:09
0
sadaz xalxi dadis fexburtis sanaxavad imat stadioni araa aakvt, tbilishi rat undat stadioni 100 kazi ar dadis fexburtis sanaxavad?! fifiam kidev avashenebo, ikneb romelime regions daexmaros da ik aashenos, bolos da bolos tavisi gundi chava satamashod da kisers ar moitexen!
kai bichi
22 მაისი 2017 14:06
0
მართალია გია, არ არის მაღალი დონე რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მისვლა რო წაეხმარება დონის ამაღლებას ორი აზრი არააა,/ გუშინ რო მისულიყო 30000 კაცი, სულ სხვა ატმოსფერო იქნებოდა...
Vasili
22 მაისი 2017 14:05
0
მე ვესწრები თითქმის ყველა თამაშს თბილისში,მაგრამ ასე მოხსენიება ხალხის მიუღებელია!იქნებ 26 წლის მანძილზე დამოუკიდებლობის,რამე უმნიშვნელო წარმატება გამხსენოთ?მხოლოდ სამარცხვინო შედეგები(((პ.ს.ბიუჯეტიდან მუქთაზე ,რომ ჭამთ,ის ხალხის ფულია
ზაზა
22 მაისი 2017 14:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული