ეროვნული ლიგის ანტირეკლამა - დაშავებული ფეხბურთელი მოედნიდან "გაათრიეს" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში დიდი და საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქობულეთში გამართული "შუქურა"-"საბურთალოს" მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც ჩანს, თუ როგორ "გაჰყავთ" მოედნიდან მასპინძელთა ტრავმირებული ფეხბურთელი ლევან საბაძე.

სიტყვა "გაჰყავთ" ამ შემთხვევაში ძალიან შეუსაბამოა - კადრში ნათლად ჩანს, რომ გაზონზე დაწოლილ ფეხბურთელს, რომელსაც სავარაუდოდ, კუნთი გაეჭიმა და აუტანელი ტკივილის გამო წამოდგომას ვერ ახერხებს, მოედნიდან "ნანადირევივით" მიათრევენ...

ფაქტი პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა.

"ჩელე არენაზე", 21 ივნისს ჩატარებული ეროვნული ლიგის XVIII ტურის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

- შუქურა-საბურთალო
1:2 - თვითონ მოიპოვა, თვითონვე გაიტანა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
კაცო ეს გათრევა არაფერია სხვაგანაც მომხდარა ასეთები და საერთოდ მანდ ყველა გასათრევები არიან სტადიონიდა ისე ცუდად თამაშობენ მაგრამ ეს ვებერთელა ბალახი რო ამოსულა სტადიონის ირგვლივ კარის უკანა მხარეს ან ცელი არავის აქვს? ან თოხი თუ სხვას ეკუთვნის ეგ ყანა.
giosvani
10:56 23-06-2017
0
არტაგის - ჯერ ერთი აქ ლაპარაკი საკაცით გატანაზე არაა, ბევრგან მინახავს ასეთ სიტუაციაში დაშავებული მოთამაშე მხარში შედგომით თუ როგორ გაყავს სამედიცინო პერსონალს მინდვრის გარეთ. მაგრამ ასე დაჭრილი ჯარისკაცივით ხოხიალ-ჩოჩიალით გაეტანოთ არსად არ მინახავს! და მეორე - რაც შეეხება პრეტენზიას ფედერაციის მიმართებაში, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კობიაშვილი საკაცით უნდა დარბოდეს თუ არა. აქ საუბარია ეროვნული ჩემპიონატის და მასში მონაწილე გუნდების კონტროლის მექანიზმებზე, იმაზე თუ ვინ როგორ უნდა აკმაყოფილებდეს იმ მინიმალურ ნორმებს რომელიც აუცილებელია თანამედროვე ფეხბურთისათვის და სხვათაშორის ეს ნორმები მშვენივრად აქვს გაწერილი ფიფა-უეფას თავის მოთხოვნებში. აი, ამის კონტროლზეა საუბარი, მარტო იმას რომ უყურებენ შენატანი აქვთ თუ არა კლუბებს და დაუშვან თუ არა ჩემპიონატში.
ანესთეზეოლოგი
10:47 23-06-2017
0

სიახლეები პოპულარული