კახა ჩხეტიანი: სლოვაკები ცუდად გაგვიმასპინძლდნენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" 29 ივნისს, სლოვაკეთში ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას "ტრენჩინის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება.

გაურკვეველი მიზეზების გამო, მატჩისწინა პრესკონფერენცია სლოვაკეთში არ ჩატარებულა. ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს სლოვაკეთში დავუკავშირდით და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

"მეტოქე შევისწავლეთ. ეს კარგი ლეგიონერებით დაკომპლექტებული ევროპის საშუალო დონის გუნდია. "ტრენჩინში" ჰოლანდიელი და ნიგერიელი ფეხბურთელები თამაშობენ. იცით, რომ ქართველი გიორგი ბერიძეც მათ ღირსებას იცავს.

ჩვენი მეტოქე შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, უყვარს პრესინგი და მთელი ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა.

ჩვენი ყველა
ფეხბურთელი მწყობრშია. ვაჟა ტაბატაძემაც დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში. ვფიქრობ, შანსები 50-50-ზეა. არ მგონია, ამ წყვილში ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გაირკვეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 16-საათიანი მგზავრობა ჩვენს ფეხბურთელებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ყველა აქ მყოფი ფეხბურთელი ამ მატჩისთვის მზადაა. სხვა შემთხვევაში, მოედანზე ვერ გამოვლენ. ჩვენ აქ საქართველოს სახელს ვიცავთ და უფლება არ გვაქვს, რამე დავაკლოთ.

ერთი რამ კია: სლოვაკები ცუდად გაგვიმასპინძლდნენ. ამხელა გზიდან ჩამოსულებს არც ავტობუსი დაგვახვედრეს, არც სასტუმროს მხრივ შეგვიწყვეს ხელი. უეფას წარმომადგენლებისგან ამის გამო საყვედურიც მიიღეს", - გვითხრა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ გავიგე ჩერეზ ნიუ-იორკი იმგზავრეს,მაქაც 12საათი უნდა და 16სთ.საიდან წავიდნენ ნეტა.
კახა ქირია
02:49 29-06-2017
0
რა ამბავია 16 საათი ფეხით ხომ არ მიდიოდნენ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული