ლიდერ გუნდში თავს უკეთ გამოვავლენ - ლევან კუტალიამ "შუქურა" დატოვა

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში პაუზაა, ფეხბურთელები მცირე ხნით დაისვენებენ, მერე კი კარიერას ძველ ან ახალ გუნდებში გააგრძელებენ. მაგალითად, ქობულეთის "შუქურა" თავის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, ლევან კუტალიას შეელია.

27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თავად გვითხრა, რომ გუნდს დაემშვიდობა, მაგრამ არც ის დაუმალავს, რომ გაურკვევლობაშია.

"ქობულეთის "შუქურასთან" ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გავწყვიტე და თავისუფალი აგენტი გავხდი. ველოდები, რომ რომელიმე კლუბი დამიკავშირდება", - ამბობს კუტალია და იქვე დასძენს, რომ უკეთეს გუნდში მოხვედრის იმედი აქვს:

"იმედი მაქვს, რომელიმე ლიდერ კლუბში გადავალ, რადგან ვინც ჩემპიონატის პირველ ორ წრეს თვალს
ადევნებდა, დამეთანხმება, რომ "შუქურას" ნეგატიური შედეგების მიუხედავად, მე ცუდად არ მითამაშია.

დარწმუნებული ვარ, ლიდერ გუნდში თავს უკეთ გამოვავლენ. ჯერ არავინ დამკავშირებია, მაგრამ იმედია, კარგი გუნდი აუცილებლად გამოჩნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედია დაიმატეთ ეგ ბიჭი
ოთარი
20:41 04-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული