24 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მძიმე სენს 8 თვის განმავლობაში ებრძოდა. ნიკა ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის ბინადარ "გაგრას" ფეხბურთელია. ის გუნდს უკვე დაუბრუნდა, რადგან თურქეთში გამოკვლევაზე ჩასულს ექიმებმა ამის უფლება დართეს - მისთვის სრული დატვითვით ვარჯიში და თამაში შეიძლება და ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად ემზადება.
მნათობიშვილი მოე
"ნიჭიერი და მოწესრიგებული ფეხბურთელია და მიხარია, რომ ნიკამ ასეთი სასწაული შეძლო. ჩვენც გახარებულები ვართ კარგი მოთამაშის დაბრუნებით და თავადაც სიხარულით დაფრინავს. ნამდვილი სასწაული მოხდა", - ამბობს "გაგრას" დირექტორი გოდერძი ჩიხრაძე.
"გაგრა" ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და კლუბის ხელმძღვანელობა გახარებულია, რომ ამ ბრძოლაში ნიკა გუნდს სრულფასოვნად დაეხმარება. ჩვენი მხრივ, მას წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ბევრ სპორტულ მიღწევას ვუსურვებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"