ფოთის "კოლხეთის" ტრანსფერები: ორი კენიელი, ერთიც ქართველი

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის ემზადება, კლუბის ხელმძღვანელობა კი საკადრო ცვლილებებსა და გუნდის გაძლიერებას აგრძელებს.

ფოთელთა პრესსამსახურის ცნობით, უძველესი ქართული კლუბის ფორმით 20 წლის ნახევარმცველი ამოს ნონდი ითამაშებს. ტრანსფერი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ლაშა ჯაკობიას შუამავლობით განხორციელდა, რომელიც ბელგიურ სამენეჯერო კომპანიას წარმოადგენს.

კენიური მედიის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფოთელთა ახალწვეული კენიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და კაპიტანი გახლდათ. ამ გუნდის შემადგენლობაში მან 4 მატჩი ჩაატარა. ამპლუით ნახევარმცველია და ბოლოს კენიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან ნაირობის
"გორ მაჰიაში" თამაშობდა.

"ამოს ნონდი "გორ მაჰიას" პირველი პროდუქტია. ის გუნდის ყოფილი მცველის, ერიკ უმა ოტიენოს გზას დაადგა - კლუბმა უსასყიდლოდ გაათავისუფლა და "კოლხეთთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ კონტრაქტში მითითებულია, რომ ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, "გორ მაჰია" თანხის 20 პროცენტს მიიღებს".

"ჩემი ოცნება იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში მეთამაშა. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო, რადგან კარგი თამაშით წინსვლის მეტი შანსი გამიჩნდება", - ამბობს ნონდი, რომელიც ნაირობის "გორ მაჰიაში" 18 თვის წინ ჩაირიცხა და კენიური მედიის შეფასებით, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურადაც იქცა.

კოლხების პრესსამსახურის ცნობით ''კოლხეთმა'' კენიის 23-წლამდე ნაკრების კაპიტანი - 18 წლის ჯონ მაჩარიაც დაიმატა.

მაჩარია კენიური პრემიერლიგის კლუბ "კარიობანგი შარქსიდან" ეროვნული ლიგის ბინადარ "ტალანტაში" იყო განათხოვრებული, ნონდი კი კენიის პრემიერლიგის 15-გზის ჩემპიონ "გორ მაჰიას" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, ეროვნული ლიგის დაწყებამდე "კოლხეთმა" აფრიკიდან ორი მოთამაშე ჩამოიყვანა - კენიის ნაკრების მოქმედი მარცხენა მცველი ერიკ უმა ოტიენო (რომელსაც მარსელოს მეტსახელითაც ვიცნობთ) და სენეგალელი არფანგ დაფე. შეიძლება ითქვას, იმედები ორივემ გაამართლა.

აფრიკელთან ერთად, "კოლხეთმა" 31 წლის მეკარე კოკა სეფიაშვილიც დაიმატა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ. სეფიაშვილი ბოლოს "ჩიხურაში" იყო, მანამდე კი უკვე თამაშობდა "კოლხეთში". სეფიაშვილს ნათამაშები აქვს ასევე "გაგრაში", თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
საიდან და გამოისყიდეს ყოფილი გუნდიდან კოლოსიდან და დინამოს მიჰყიდეს.
zuria
18 ივლისი 2017 18:50
0
კოვტალიუკის წასვლით კოლხეთს როგორ უნდა ეხეირა იჯარით იყო გამოშვებული
Manchester 1
18 ივლისი 2017 16:49
0
bijo vinaa xart?ra xart?saidan xart?hamoikvanen fexburtelebs da rato hamokavto?hidsi xo ar aaqvto?qilikoben,dascinian.hemis azrit am xalxs sul fexze hkidiat qartuli fexburti.
carmatebebi kolxets da sxva gundebsac ertavlot tqvengan rame.
SPORTAL.GEO
18 ივლისი 2017 15:45
0
აფრიკიდან ჩამოსულ ფევბურთელებს შიდზე უტარდებათ კვალიფიცირებული და სანდო გამოკვლევები!
იმერელი
18 ივლისი 2017 14:27
0
მაგარი სიტყვების კრებულია - "ევროპაში თამაში", " ნაკრების წევრობის კანდიდატი", "იმედები ორივემ გაამართლა"


Zorbegi
18 ივლისი 2017 13:54
0
სეფიაშვილის დაბრუნება ძაან გამიხარდა,მშვენიერი მეკარეა და არაფრით არ ჩამოუვარდება სიკაჩს.დანარჩენებზე მადლობა ჯაკობიას,უმაგრესი სპორტული დირექტორი და სელექციონერია
barbare
18 ივლისი 2017 13:50
0
ამბობენ ირანელ ახმახ ფორვარდს ნადირ შაჰამირს იმატებენო და დიდ გამოცდას მოუწყობს ჩვენი ჩემპის მეკარეებს
Klonosts
18 ივლისი 2017 12:39
0
რა თქმა უნდა იხეირა და ძალიან კარგადაც, აღსანიშნავია ის რომ ქართველები ბევრად მეტს ითხოვენ, ვიდრე ეს ლეგიონერები, რომლებსაც ფოთს ჰყავს, საქართველოში სანამ სტადიონები და ბაზები არ იქნება არ ეშველება ქართულ ფეხბურთს, ბავშვებს უნდათ კარგ მოედნებზე ვარჯიში.
zuria
18 ივლისი 2017 12:32
0
ani-s, me mgoni bogma ufro galaparakebs.aq ceria kolxetma gaaforma 3 cliani kontaqtio.tandac gakidon jer am axalcveulebma tavi unda gamoihinon kolxethi,egzotikis gamo ar ikidis evropuli grandebi.
ar var foteli magram vqomagob fots radgan aq muhaobs xalxi da profesionalebi arian.cartmatebebi kolxets.
S.P
18 ივლისი 2017 12:32
0
მინდა ჩემი რეაქცია გამოვხატო. რასაც ამ ფეხბურთელებს მისცემთ ხელფასის სახით, იმის 30% გენანებათ ქართველებისთვის (თუნდაც მსგავსი ფეხბურთელები იყვნენ). იმიტომ რომ როგორც სტატიაში ჩანს უკვე გაყიდვაზე საუბრობენ, ჯერ არ მოსულან და... ასე ქართულ ფეხბურთს არ ეშველება. მე მაინც წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ გული შემტკივა როდესაც ქაერთველი გუნდების თამაშს ვუყურებ, როგორ საცოდავად გამოიყურებია ევროასპარეზზე
ani
18 ივლისი 2017 12:01
0

სიახლეები პოპულარული