რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა

AutoSharing Option
სეზონის განახლების წინ, ფოთის "კოლხეთის" ყოფილმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა თბილისის "დინამოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან უკრაინელი ფორვარდი თბილისელთა ღირსებას დაიცავს.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა ლევან გულორდავამ უკრაინულ footboom.com-თან საუბრისას განაცხადა, "დინამოს" კოვტალიუკის ტრანსფერი 3 ათასი დოლარი დაუჯდა.

"როცა უკრაინაში, მაკაროვის მემორიალზე კოვტალიუკი პირველად დავინახე, ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ არ თამაშობდა ასეთი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მას შესანიშნავი მონაცემები აქვს, სწრაფი და ძალიან მონდომებულია.

გადავწყვიტე, დავხმარებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ის გოლებს გაიტანდა. შემდეგ კი, კარიერასაც განავითარებდა. ასეც მოხდა.

"კოლხეთში" გადასვლიდან ნახევარ წელიწადში მისი კონტრაქტი "დინამომ" გამოისყიდა.

- რა დაუჯდა "დინამოს" მისი შეძენა?
- სამი ათასი დოლარი.

- აქვს თუ არა მას "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შანსი?
- სხვანაირად ვერც იქნება. ამისთვის გადავიდა. "კოლხეთის" შემადგენლობაში კოვტალიუკმა თერთმეთი გოლი გაიტანა. თანაც, იმ გუნდში თამაშობდა, რომელშიც ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის. იმედია, "დინამოში" როგორც მინიმუმ იმ შედეგის განმეორებას შეძლებს, რომელიც "კოლხეთში" ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
აი ამიტომ არ განვითარდება ფეხბურთი საქართველოში. ფოთის კოლხეთი მაგ ფასად სტადიონსაც,ვერ იქირავებს. სანამ ასეთი არაპროფესიონალები იქნებიან კლუბების სათავეში არაფრის იმედი გქონდეთ. და კიდევ ამათ უნდა უკეთო შეღავათები გადასახადებზე? ასეთი ხალხი სამსახურიდან უნდა გაანთავისუფლო და პასუხისგებაში მისცე თაღლითობის ფაქტზე.
გიორგი
22 ივლისი 2017 16:20
0
უკაცრავად დინამომ ფეხბურთელი იყიდა თუ გამაშები??
Gio
22 ივლისი 2017 15:09
0
პოლხეთმა 100 დოლარად წამოიყვანა უკრაინიდან
ირაკლი
22 ივლისი 2017 13:56
0
ოთო ქართული არა, უკრაინული კლუბიდან გამოისყიდა 3000 დოლარად
ოთოს
22 ივლისი 2017 13:07
0
დინამომ ძალიან მომგებიანი შენაძენი გააკეთა,უკვე ამ ზამთრისათვის, მისი ფასი სულ მცირე, სამასი ათასი მაინც იქნება.
სოსო
22 ივლისი 2017 12:55
0
3 ათასი დოლარიი???? ეს ხომ კოსმოსური თანხააა! ღმერთო ჩემო რა ფულები ტრიალებს ქართულ კლუბებში))))))))
oto
22 ივლისი 2017 12:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული