ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო

AutoSharing Option
23 ივლისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა საჩხერეში გაიმართა. ადგილობრივმა "ჩიხურამ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 4:2 მოუგო.

საჩხერელთა შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელმაც მატჩის 32-ე (პენალტი), 45-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა. მეოთხე გოლის ავტორი "ჩიხურას" შემადგენლობაში ბაქარ მირცხულავაა.

რაც შეეხება გორელებს, მათ შემადგენლობაში გოლებით თავი 42-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ, 88-ე წუთზე კი სალიეუ ტარავალიემ გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით "ჩიხურას" 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, "დილა" კი 22 ქულით მეშვიდეა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არა მგონია ,,გიო გორი"გორის გულშემატკივარი იყო.ალბათ ეს ტამაში არც გინახავს.სირცხვილია ასეთი კომენტარების გაკეტება.თუ მართლა გულით გულშემატკივრობ მაშინ მაგის მაგივრად ის უნდა იკითხო როგორ პირობებში მოემზადა გუნდი მთლიანად ამ მეორე წრისათვის,თუ ქონდათ ერთ კვირიანი შეკრება მაინც.ან როდის და როგორ ჩავიდნენ საჩხერეში.ეს ებრაელები ჩვენ თანხებს მგონი იქით ჭამენ დამატების მაგიერ.
nukri
12:18 24-07-2017
0
საიტის ადმინისტრაციას. ვიკითხე, რა ანგარიშით დამთავრდა, 4:1, თუ 4:2 მეთქი, იმიტომ რომ, აქ წერია ,,რაც შეეხება გორელებს, მათ შემადგენლობაში გოლებით თავი 42-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ, 88-ე წუთზე კი სალიეუ ტარავალიემ გამოიჩინეს", ხოდა როგორ, 42 და 88 წუთებზე ნახევარ-ნახევარი გოლები გაიტანეს გორელებმა მეთქი? და იმის მაგივრად შეგესწორებინათ ან ტექსტი, ან ანგარიში, გეწყინათ, ეს როგორ გაკადრეთ და ვაფშე იგნორი გამიკეთეთ
mamuka
22:09 23-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული