ერთ-ერთი თბილისის "ლოკომოტივის" 19 წლის შემტევი ვატო არველაძეა, რომელიც მანამდე 35-ე საფეხბურთო სკოლასა და თურქულ "ქაზიმფაშაში" თამაშობდა.
Sportall.ge-მ ინფორმაცია თავად ფეხბურთელთანაც გადაამოწმა და ვატოს თქმით, მართლაც ასეა - მინო რაიოლა მისი აგენტია.
რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მცველი რევაზ წილოსანია. 23 წლის მცველი ამჟამად უგუნდოდაა.
რაიოლა ისეთი ცნობილი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (თავისუფალი აგენტი), პოლ პოგბა, რომელო ლუკაკუ, ჰენრიხ მხითარიანი