ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედოსნაირი" პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ აქვს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის მზადება 10 ივნისს დაიწყო. რამდენიმე დღის განმავლობაში გუნდი ქუთაისში ივარჯიშებს, 18 ივნისს კი ავსტრიაში გაემგზავრება შეკრებაზე.

"ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა კი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის საწვრთნელი ბაზა და ქუთაისის ცენტრალური სტადიონი დაათვალიერა და ნანახით კმაყოფილი დარჩა.

"აქამდეც ნანახი მქონდა ეს სტადიონი, ოღონდ გარედან. დღეს კი შიგნითაც დავათვალიერე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

სავარჯიშო ბაზას რაც შეეხება, ასეთი პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ გააჩნია. აქ სრულად
არის იმის საშუალება, რომ გუნდი ბაზაზე დარჩეს და მომავალი შეხვედრებისთვის კარგად მოემზადოს.

მოკლედ, მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი გვაქვს",
- განაცხადა სარაგოსამ.

კომენტარი გააკეთა "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმაც:

"მოხარულები ვართ "ტორპედოს" ახალ მთავარ მწვრთნელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრით.

უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, 10 ივნისს გუნდი ქუთაისში შეიკრიბება, 18-დან კი დაგეგმილია ავსტრიაში მოსამზადებელი ეტაპის გავლა, სადაც, რასაკვირველია, ამხანაგური თამაშებიც გვექნება.

კლუბი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის ლიგისთვის, რათა იქ ღირსეულად წარვსდგეთ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედოს" ორი ახალწვეული ჰყავს
დათა რიგვავა - "ტორპედოდან" წამოსვლასა და გუნდის მომავალზე
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
გიორგი დათუნაიშვილი: საქართველოში ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან რთულია

ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესპანეთის ქვედა ლიგის გუნდები იგულისხმა ალბათ. არა მგონია გეგუჩაძეზე ძლიერი იყოს, მაგრამ ჩვენთან ხომ შინაურს შენდობა არა აქვს?
ქომაგი
09:54 12-06-2013
0
სად მონახეს ასეთი ესპანელი რომ ტორპედოს პირობებით გაოცებული დარჩა?
ან ესპანურ ფეხბურთთან ალბათ საერთოდ შეხება არ ჰქონია, ან კიდევ ძალიან თავმდაბალი კაცია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული