ცნობილია ქუთაისელთა სრული სამწვრთნელო შტაბიც: სარაგოსას ასისტენტი დიმიტრი თოფურიძე იქნება, ფიზმომზადების მწვრთნელია ესპანელი ალბერტო ბეროკალ კორეა, მეკარეებს კონსტანტინე გუგუნავა გაწვრთნის, ექიმი დიმიტრი ზაალიშვილია, ხოლო ფიზიოთერაპევტი - რობერტ ხვადაგიანი.
"ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პირველ საწვრთნელ დღეს ჟერარდ სარაგოსას განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო.
ექსლოკომოტიველთა გარდა, ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ქვილითაიამ, კუპატაძემ, ჭელიძემ, სანდოხაძემ, გოგიჩაიშვილმა, ახვლედიანმა, ფირცხალავამ, მარკოზაშვილმა და ფანცულაიამ. ასევე ივარჯიშა გორის "დილას" ყოფილმა თავდამსხმელმა რევაზ ბარაბაძემ. ქუთაისურ გუნდს წყალტუბოს "სამგურალიდან" დაუბრუნდა 21
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვარჯიშს ვაჟა ტაბატაძე, გიორგი კუხიანიძე და ბექა ტუღუში აკლდნენ.
კვლავ ტრავმა აქვს ფორვარდ ნიკა საბანაძეს, რომელიც, სავარაუდოდ, "ტორპედოს" ვერც ევროასპარეზზე დაეხმარება. ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებ მერაბ გიგაურსა და გუნდის კაპიტან ომარ მიგინეიშვილს კი დასვენების საშუალება მიეცათ.
ამიერიდან "ტორპედოს" ეკიპირებაზე ახალი ტექნიკური სპონსორი, "უმბრო" იზრუნებს. შეგახსენებთ, აქამდე ქუთაისური კლუბი "ნაიკით" იმოსებოდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედოსნაირი" პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ აქვს
ქუთაისის "ტორპედოს" ორი ახალწვეული ჰყავს
დათა რიგვავა - "ტორპედოდან" წამოსვლასა და გუნდის მომავალზე
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
გიორგი დათუნაიშვილი: საქართველოში ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან რთულია
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია