"ზესტაფონი" მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარების მოლოდინში

AutoSharing Option
როგორც ვიუწყებოდით, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გამო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ფისკალურ ორგანოებთან გარკვეული პრობლემების წარმოქმნის საშიშროება ემუქრებოდა.

დღეს კი უკვე შეგვიძლია გაცნობოთ, რომ კლუბის საბანკო ანგარიშებს ადევს ინკასო და კლუბის მთელი ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ზესტაფონის მუნიციპალურ ორგანოებს მიმართა თხოვნით, რათა მათი დახმარებით "დავით აბაშიძეზე" და კლუბის ბაზაზე საფეხბურთო მოედნების გადარჩენა მოხერხდეს.

გთავაზობთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონ ნუგზარ ქამუშაძისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ მერაბ მასხარაშვილის სახელზე მიმდინარე წლის 24
ივნისს გაგზავნილი წერილის ტექსტს:

"...სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გამო საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონის" საბანკო ანგარიშებს ადევს ინკასო და კლუბის მთელი ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით.

აქვე გაცნობებთ, რომ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ელექტროენერგიის გადასახადი 2013 წლის მაისის თვეში ირიცხება შესაბამისად 770.19 და 1505.72 ლარის ოდენობით (სულ - 2275.91 ლარი).

როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის 27 ივნისამდე აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება ორივე ობიექტზე და შეუძლებელი გახდება სარწყავი სისტემების ამუშავება, რის გამოც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და ბაზის ოთხივე საფეხბურთო მინდორი გახდება უვარგისი.

ზემოხსენებული უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, მოგმართავთ თხოვნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან გამოიყოს თანხა 2275.91 (ორი ათას ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და 91 თეთრი) ლარის ოდენობით აღნიშნული დავალიანების დასაფარად".

აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზესტაფონის საფეხბურთო ცხოვრებაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებს, პარასკევს, 28 ივნისს გაიმართება.

fczestafoni.ge


ასევე იხილეთ:
"ზესტაფონის" ახალი თავისტკივილი - მის ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება
ბოიკოტი არ იქნება - უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი და სისტემა უცვლელი რჩება
ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია
ილია კოკაია ბათუმის "დინამოს" სათავეში?
"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
*** პოლიტიკა, და *** მთავრობა
0
კოკაია მარტალია, ფეხბურთში ფულს დებს, ზარალია, გადასახადს ახდევინებ, ხოლო კონკურენტს ბიუჯეტიდან უხდიან. მიეცით ბიუჯეტი ნებისმიერს და შექმნის გუნდს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული