"ზესტაფონის" გულშემატკივრები 28 ივნისს "ჰოლიდეი ინ"-თან შეიკრიბებიან

AutoSharing Option
26 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - ქვეყნის ხელისუფლებამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ორგზის ჩემპიონთა ბანაკში შექმნილი ვითარების მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.

ზემოიმერული კლუბის მდგომარეობა თანდათან მძიმდება - საფეხბურთო კლუბის ფინანსურ ანგარიშებს უკვე ინკასო ადევს, კლუბის მთელი ქონება დატვირთულია იპოთეკით და კვლავაც გაურკვეველია კლუბის მომავალი.

მარგველთა გულშემატკივრები და ზესტაფონის საზოგადოების წარმომადგენლები 28 ივნისს, 11:00 საათისთვის, ქალაქ თბილისის სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-თან (ყოფილი სასტუმრო "აჭარა") აპირებენ შეკრებას, რათა თავიანთი პოზიცია ფეხბურთის ფედერაციის
ყრილობაზე დააფიქსირონ.

fczestafoni.ge


ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარების მოლოდინში
"ზესტაფონის" ახალი თავისტკივილი - მის ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება
ბოიკოტი არ იქნება - უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი და სისტემა უცვლელი რჩება
ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია
ილია კოკაია ბათუმის "დინამოს" სათავეში?
"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული