რუსთავის "მეტალურგი" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
18 ივლისს, გამთენიისას, რუსთავის "მეტალურგი" შეკრების ჩასატარებლად ანტალიაში გაემგზავრა.

თურქულ შეკრებაზე გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ 22 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები - გრიგოლ ბედიაშვილი, ნიკა შერმადინი; მცველები - მიხეილ მახვილაძე, ლაშა ჯაფარიძე, ანზორ სუხიაშვილი, გიორგი გავაშელიშვილი, სერგი ორბელაძე, ლევან კაკუბავა; ნახევარმცველები - რევაზ გეწაძე, იგორ დობროვოლსკი, ლუკა რაზმაძე, გიორგი ქავთარაძე, დავით კირკიტაძე, დავით მაისაშვილი, გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე, ივანე ხაბელაშვილი, დავით საჯაია; თავდამსხმელები - ლევან კორღალიძე, გოგა ფიფია, გიორგი ბერიაშვილი, ირაკლი სიხარულიძე.

უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებთანაც "მეტალურგი" საკონტროლო
მატჩებს ჩაატარებს: რუსთაველები 20 ივლისს "სამსუნსპორს" დაუპირისპირდებიან, 23 ივლისს - "ორდუსპორს", 29 ივლისს კი - "თავშანლის".

"სამსუნსპორი", "ორდუსპორი" და "თავშანლი" თურქეთის პირველ ლიგას წარმოადგენენ; "ქასიმფაშა" კი სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდია და ალბათ, შეხსენებაც არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ნომერ პირველი ფორვარდი შოთა არველაძე გახლავთ.

"ქასიმფაშა" კი შემთხვევით არ გვიხსენებია: დიდია იმის ალბათობა, რომ 26 ივლისს "მეტალურგმა" სწორედ ამ გუნდთან ჩაატაროს სპარინგ-მატჩი.

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ თურქეთში გამგზავრებამდე "მეტალურგმა" კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა: რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და 1:2 წააგო. მასპინძელთაგან გოლი რევაზ გეწაძემ გაიტანა, სტუმართაგან - ირაკლი ღიბრაძემ და ლაშა კასრაძემ.

"მეტალურგმა" ეს მატჩი ორი სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა: (I ტაიმი) შერმადინი, ჯაფარიძე, მახვილაძე, კაკუბავა, სუხიაშვილი, დობროვოლსკი, რაზმაძე, კირკიტაძე, გურეშიძე, გეწაძე, სიხარულიძე.
II ტაიმი: ბედიაშვილი, დ. საჯაია, ორბელაძე, გავაშელიშვილი, კაკულია, ზ. ლობჯანიძე, ქავთარაძე, გურეშიძე, ხაბელაშვილი, ექვთიმიშვილი, სიხარულიძე.

"მეტალურგი" თურქეთში 12 დღეს დაჰყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული