ზუგდიდი-სიონი 2:1 - კობა წიტაიშვილმა სიტყვა შეასრულა

AutoSharing Option
წინა ტურში მარტვილის "მერანთან" განცდილი მარცხის შემდეგ ზუგდიდელთა დამრიგებელმა კობა წიტაიშვილმა თქვა, რომ მიუხედავად საკუთარი გუნდის მოუმზადებლობისა, საშინაო მატჩებში "ზუგდიდი" მაქსიმუმს გაიღებდა და გუნდი ნანატრ გამარჯვებას მოიპოვებდა.

და ჰა, "ზუგდიდმა" წაგებების ხანგრძლივ სერიას ბოლო მოუღო და საკუთარი ქომაგი გაახარა, წიტაიშვილმაც დანაპირები შეასრულა.

"სიონის" წინააღმდეგ "ზუგდიდის" ახალწვეულმა, ეგვიპტელმა ლეგიონერმა ამირ აზმი მეგაჰედმა ითამაშა. მოვლენებს გავუსწრებთ და აქვე გეტყვით, რომ მცირე ტრავმის გამო მეორე ნახევარში ეგვიპტელი შესაცვლელი გახდა...

Sportall.Geმასპინძლებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ და მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტიეს, თუმცა მე-8 წუთზე
სტუმართა კარგი კონტრშეტევა გამოეპარათ - გიორგი ბიბილეიშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ ლადო ახალაიამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

სწრაფმა გოლმა მასპინძლები ერთხანს არია, მაგრამ თანდათან თამაშის დალაგება და უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. კარგად მოქმედებდნენ წურწუმია, გუგუჩია, სიხარულია, ეხვაია...

29-ე წუთზე, არბიტრ ხვიჩა გაგნიძის აზრით, სტუმართა ერთ-ერთმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დანიშნა.

"სიონის" მოთამაშეებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, თუმცა ამით მასზე ზეგავლენა ვერ მოახდინეს. 11-მეტრიანი საჯარიმო ლუკა გუგუჩიამ ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მალე მასპინძელთა სწრაფი შეტევა კვლავ გოლით დასრულდა. ლევან წურწუმიას კარგი გადაცემის შემდეგ ბაქარ მირცხულავამ თავურით კარისკენ გადაგზავნა ბურთი, რომელიც ძელს მოხვდა. დამატებაზე კი ყველას ნიკა აფაქიძემ დაასწრო და ასევე თავური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა - 2:1.

აღსანიშნავია ბოლნისელთა მეკარე მირზა მერლანის კარგი თამაში - პირველ ტაიმში მან სტუმრები რამდენჯერმე გადაარჩინა.

ზუგდიდელებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მალე დაღლა დაეტყოთ, სტუმრებმაც უფრო ფხიანად შეუტიეს. "სიონის" ერთ-ერთი შეტევა შედეგიანიც აღმოჩნდა - "ზუგდიდის" კარის ბადე კვლავ ახალაიამ შეარხია, თუმცა ლაინსმენმა ბოლნისელთა თავდამსხმელზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამას სტუმართა მორიგი ემოციური პროტესტი მოჰყვა, თუმცა გაგნიძე კვლავ შეუვალი აღმოჩნდა.

მოკლედ, "ზუგდიდმა" პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

უმაღლესი ლიგის IV ტური
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული